“ქალები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ მამაკაცებს, ვისაც წარსულში ლამაზი ქალები ჰყავდათ” – 7 ციტატა მილან კუნდერას წიგნებიდან

მისი წიგნები უსაზღვრო მელანქოლიით გვავსებს. მარტო ცნობილი რომანის სახელწოდება რად ღირს “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე”. მოდი, გავიხსენოთ მისი ნაწარმოებებიდან რამდენიმე შთამაგონებელი ფრაზა.

“ყველა სულელს შეუძლია ქალის მოხიბვლა. მაგრამ მხოლოდ ქალთან დაშორების ცოდნით იცნობა ჭეშმარიტი მამაკაცი”. – “განშორების ვალსი”

“როცა სულერთი ხდება, როგორს გხედავს ის, ვინც გიყვარს, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე აღარ გიყვარს”, – “უკვდავება”

“დაწვე ქალთან და დაიძინო ქალთან – ეს არა მხოლოდ სხვადასხვა რამ არის, არამედ ურთიერთსაწინააღმდეგო ვნებაც. სიყვარული გამოიხატება არა იმაში, რომ ვინმეს შეერწყა (ეს სურვილი ჩნდება უამრავ ქალთან მიმართებაში), არამედ ერთად ძილის სურვილში (ეს სურვილი მხოლოდ ერთის მიმართ ჩნდება)”. “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე”

“ქალები არ ეძებენ ლამაზ მამაკაცებს. ქალები უპირატესობას ანიჭებენ მამაკაცებს, რომელთაც ლამაზი ქალები ჰყავდათ. აი, რატომ არის ფატალური შეცდომა – გყავდეს შეუხედავი საყვარელი”. – “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე”

“სიყვარული – ყველა ბოროტი წინასწარმეტყველების წამალია” . – “უკვდავება”

“მამაკაცზე უფროსი ქალი – მარგალიტია კაცის ცხოვრებაში”. – “უკვდავება”

“იმისათვის, რომ სიყვარული დაუვიწყარი იყოს, პირველივე წუთიდან მას თავს უნდა ატყდებოდეს მოულოდნელობები, ისე, როგორც ფრანციზ ასიზელს აფრინდებოდნენ მხრებზე ჩიტები”. – “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე”.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები