ქაბულში სამშობიარო განყოფილებაზე თავდასხმისას ახალშობილს, 2 ტყვია მოხვდა და გადარჩა

Uncategorized, მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჯანმრთელობა

ახალშობილი გოგო, რომელსაც ავღანეთში, ქაბულში მომხდარი ტერაქტის დროს 2 ტყვია მოხვდა, გადარჩა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამინა თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიბადა. როცა კლინიკის სამშობიარო განყოფილებაში ტერორისტები შეიჭრნენ, მათ ბავშვის დედა ჩაცხრილეს, ამინას კი 2 ტყვია ფეხში მოხვდა.

როცა ამინას მამა დედამისს კრძალავდა, მას საოპერაციოდან დაურეკეს და აცნობეს, რომ ბავშვისთვის ფეხის ამპუტაციის გაკეთება მოუწევთ, რადგან იარები ძალიან სერიოზული იყო. ბავშვის მამამ ექიმებს სთხოვა, ეს არ გაეკეთებინათ.

ავიაბილეთები avia.ge

„დედის გარეშე მოუწევს ცხოვრება, ეს კი მის მომავალს უფრო გაართულებს. თუ ვერ გადარჩა, ჩვენი ბედიც ეს არის, მაგრამ გთხოვთ, ფეხს ნუ მოაჭრით“, – უთხრა მან ექიმებს.

საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ექიმებმა ამინას ფეხი შეუნარჩუნეს. მათ იმედი აქვთ, რომ ბავშვი სიარულს შეძლებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *