პირველად სამეცნიერო ისტორიაში ხუთი წლის წინ გაყინული კვერცხუჯრედიდან ქალმა ჯანმრთელი ბავში გააჩინა

პირველად სამეცნიერო ისტორიაში ლაბორატორიაში ხუთი წლის წინ მომწიფებული და გაყინული კვერცხუჯრედიდან ქალმა ბავშვი გააჩინა.

34 წლის ფრანგი ქალის კვერცხუჯრედი,  რომელიც ძუძუს კიბოს გამო ქიმიოთერაპიის კურსს იტარებდა, ლაბორატორიაში მოამწიფეს და გაყინეს. ხუთი წლის შემდეგ კი გაალღვეს და გაანაყოფიერეს.

ჟურნალ Annals of Oncology-ში დეტალურადაა აღწერილი პატარა ბიჭის დაბადების ისტორია : მკურნალობის დაწყებამდე ექიმებმა ქალის საკვეცხეებისგან მოუმწიფებელი კვერცხუჯრედები ამოიღეს და ინ ვიტრო მომწიფების ტექნოლოგიის საშუალებით მოამწიფეს და გაყინეს.

აღსანიშნავია, რომ დღემდე ყველა მსგავსი შემთხვევები წარუმატებლად სრულდებოდა. ბავშვების დაბადება მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი, როდესაც ინ ვიტრო მომწიფების შემდეგ კვერცხუჯრედს მაშინვე ანაყოფიერებდნენ.

ფრანგი პაციენტის შემთხვევაში კი, რომელიც 5 წლის შემდეგ კიბოსგან განიკურნა, თუმცა მას ბუნებრივი გზით დაორსულება აღარ შეეძლო. ცნობილია, რომ კიბოთი დაავადებულ 40 წლის პაციენტების დაახლოებით 40 პროცენტს  მკურნალობის სპეციფიკიდან გამომდინარე მენოპაუზა ემართება, 30 წლის პაციენტებში კი ეს მაჩვენებელი 15-20 პროცენტამდე მცირდება.

შენახული ექვსი კვერცხუჯრედიდან მედიკოსებმა ხუთის განაყოფიერება შეძლეს და ქალის საშვილოსნოში გადაიტანეს, რის შედეგადაც 2019 წლის 6 ივლისს სრულიად ჯანმრთელი ბიჭუნა დაიბადა.

წყარო : Agence France-Presse

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები