პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველა კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო პირველი ივლისიდან მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

მისი თქმით, უკვე ერთი კვირაა, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ლევან რატიანმა განმარტა, რომ თვის ბოლომდე საავადმყოფო მუშაობას განაგრძობს, როგორც კოვიდ კლინიკა. „რადგანაც ქვეყანაში ამის საჭიროება აღარ არის, ჩვეულ სამუშაო რეჟიმზე დაბრუნებას უკვე მომდევნო თვიდან ვაპირებთ“, – აღნიშნა რატიანმა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები