ფსიქოლოგები, რომლებიც კორონავირუსის დროს, ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ

დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი თვითიზოლაციაშია. ასეთ დროს, ყველა თვითგადარჩენაზე ვფიქრობთ და მატერიალურთან ერთად, არამატერიალური შინაარსის პრობლემები გვაწუხებს. ამიტომ ხშირად ვაწყდების ისეთ პრობლემებს, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობას უკავშირდება. კორონავირუსის გარშემო შექმნილმა სიტუაციამ კი – შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს ფსიქო ემოციურ მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანია დავრჩეთ სახლში, თუმცა ასევე აუცილებელია ცხოვრებისეული რიტმის შენარჩუნება და საკუთარი თავის მოვლა, რომ პანდემიის შემდგომ, რეაბილიტაცია რაც შეიძლება მარტივად მოხდეს და ამან არ შეგვიქმნას დამატებითი პრობლემები.
ზოგადად, ადამიანებს გვეშინია იმის, რაც ჩვენთვის უცნობი და გაურკვეველია. პარალელურად, ჩვენს ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს არყევს ის უხილავი შიში, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვემუქრება, თუკი არ შევასრულებთ იმ მითითებებს, რომელსაც სახელმწიფო გვაძლევს, ყოველივე ამან შესაძლოა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, გამოიწვიოს. სამწუხაროდ, როგორც უკვე ვიცით, ამ პერიოდში მომრავლდა პანიკური შეტებები, შფოთვები, ოჯახური კომფლიქტები, გაუაზრებელი შიშები, უძილობა, ოჯახებში მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტები. ამიტომ საჭიროა ამ საკითხზე დაფიქრება და პრევენციისათვის, ცნობიერების, ფსიქოგანათლების მაქსიმალურად ამაღლება.
როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს თუ კარანტინში ან თვითიზოლაციაშია ვიმყოფებით, რომ მსგავსი პრობლემები ავირიდოთ?
ზუსტად ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციების სახლმა “დიალოგი” მოსახლეობას გამოსავალი შესთავაზა:
პროფესიონალ ფსიქოლოგთა ჯგუფმა, შექმნა facebook ჯგუფი, “ ვიყოთ დიალოგში ერთად, ერთმანეთისთვის – #დარჩისახლში” სადაც სრულიად უსასყიდლოდ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარებიან, ჯგუფში უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია, რომლებიც ერთმანეთს ყოველდღიურობას უზიარებენ, სვამენ კითხვებს, რომელზეც პროფესიონალი, კვალიფიცური ფსიქოლოგების გარდა, სხვა მომხმარებლებიც უზიარებენ პასუხებს, რაც თავისთავად დიდი შვებაა, ერთის მხრივ იმიტომ, რომ ხვდები, მარტო ხარ ხარ, ხოლო მეორეს მხრივ, იცი, რომ ნებიმისერი პრობლემიდან არსებობს გამოსავალი და ამ გზის უმარტივესად პოვნაში, გამოცდილი ფსიქოლოგი დაგეხმარება.
ჯგუფში ფსიქოლოგები აქტიუტრად გვაძლევენ რჩევებს, გვეკონტაქტებიან ლაივ ჩართვებით და კომპეტენტურ, ამომწურავ პასუხებს გვაძლევენ უკლებლივ ყველა შეკითხვაზე, რაც მთავარია, ის საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურება, რომელსაც ფსიქოკონსულტირება ქვია, ამ შემთხვევაში სრულიად უფასოა და ნებისმიერი მსურველისათვის ხელმისაწვდომია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები