ფსიქოლოგები : ბავშვმა სირთულეებთან გამკლავება თამაშით უნდა ისწავლოს

ორი ნორვეგიელი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ  სტანდარტული საბავშვო მოედნები სუსტი ბავშვებისთვის არის გაკეთებული.

 ,,ბავშვები მიჩვეულები არიან, რომ კედელზე ასვლის დროს არაფერი დაუშავდებათ, ჩამოსრიალების დროს – არაფერი არ მოუვათ. მაგრამ, როდესაც გაიზრდებიან და რეალურ სამყაროს პირისპირ დაუდგებიან – ყველაფერი ძალიან რთული მოეჩვენებათ ” – აცხადებენ ლეიფ კენერი და ელენ სენდსერერი. მათი აზრით, ბავშვი პატარა ასაკიდანვე უნდა შეეჩვიოს სხვადასხვა საშიშ დაბრკოლებას, რათა მომავალში ცხოვრებასთან ბრძოლა არ გაუჭირდეს.

მათ იდეას მხარი დაუჭირა კომპანია „Landscape Structures-მა“ და საბავშვო 3-მეტრიანი ჩამოსასრიალებელი მილი ააგო, რომელიც სრიალის დროს ბრუნავს.

წყარო: Inc.com

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები