ფსიქიატრები : ბავშვების მეოთხედი სმარტფონებზე დამოკიდებულები არიან

ბრიტანელმა ფსიქიატრებმა კვლევის შედეგები წარმოადგინეს, რომლის თანახმადაც, ბავშვების თითქმის მეოთხედი სმარტფონებზე არიან დამოკიდებულები და იმ შემთხვევაში, როცა მათ ტელეფონებზე წვდომა არ აქვთ, ნარკოდამოკიდებულების მსგავსი ქცევა ახასიათებთ, „პანიკდებიან“ და “გაღიზიანებულები ხდებიან.“
გარდა ამისა, ახალგაზრდები ვერ აკონტროლებენ დროს, რასაც ისინი ტელეფონებთან ატარებენ.
კვლევა, რომლის შედეგები BMC Psychiatry-ში გამოქვეყნდა, მშობლებს აფრთხლებს, რომ ასეთი დამოკიდებულება მოზარდების სულიერ ჯანრთელობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე ძალიან უარყოფითად აისახება.
კლევის ფარგლებში 42 ათასი მოზარდზე ჩატარებული 41 ცდის ანალიზი განხორციელდა და აღმოჩნდა, რომ 23 პროცენტი სმარტფონებზე დამოკიდებულები არიან და როცა მათ ტელეფონების გამოყენების საშუალებას არ აძლევენ ნარკოდამოკიდებულების მსგავსი ქცევა ახასიათებთ. გარდა ამისა, თავს იჩენს ისეთი პრობლემები, როგორიცაა შფოთვა, სტრესი, დეპრესია, უძილობა, დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლაში.
„აუცილებელია, აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, მშობლებმა აუცილებლად უნდა გააკონტროლონ დრო, რომელსაც მათი შვილები სმარტფონებთან ატარებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მოზარდების ჯანრთელობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე უმძიმესი შედეგი ექნება,“- აღნიშნავენ ფსიქიატრები.

წყარო : BBC

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები