ფარული საფთხე: რა მოხდება თუკი სველი თმით დაიძინებთ?

ბავშვობაში დედა სულ ამაზე გვეჩხუბებოდა, თმა გაიშრე და ისე დაიძინე! და თუ სტილისტებისა და თერაპევტების რეკომენდაციებს გავეცნობით, მივხვდებით, რომ დედის აღშფოთება უმიზეზო არ იყო.

რა თქმა უნდა, თუკი იშვიათად, გვიან შხაპის მიღების შემდეგ ჩაგეძინათ, კატასტროფული არაფერი მოხდება, მაგრამ თუკი თქვენს სტილისტს გაუმხელთ, რომ ყოველი დაბანის მერე სველი თმით იძინებთ, ის აუცილებლად მოგცემთ შენიშვნას… რადგან, პირველ რიგში…

 თქვენ შეიძლება გაცივდეთ…

ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ სველი თმა, სველი პერანგი, წინდა და სხვა, არაკომფორტულია სხეულისთვის, შესაბამისად იმუნიტეტი ამ დროს იწყებს თამაშს.

საქმე იმაშია, რომ როცა ორგანიზმი ცივდება, სისხლძარღვები იკუმშება და ხელს უშლის ვირუსთან მებრძოლი ლეიკოციტების თავისუფალ ნაკადს – ანუ სველი თავი ხელს უწყობს უკვე გაციებას. მოკლედ, კავშირი საკმაოდ ბუნდოვანია, მაგრამ მაინც.. ყოველი შემთხვევისთვის, თუკი მაინც ვერ ამბობთ უარს სველი თმით დაწოლაზე, დაიძინეთ თბილ ოთახში და კომფორტულ საწოლში, რათა თავიდან ააცილოთ ორგანიზმს დამატებითი სტრესი.

სველი თმით დაძინების ჩვევით, თქვენ შესაძლოა, დაიზიანოთ თმა…

აქ ყველაფერი გაცილებით აშკარაა. როგორც ცნობილი სტილისტი, ჯონ რუჯერო აღნიშნავს, სველი თმით ძილი “არც ისე კარგი იდეაა, რადგან, როცა გაიღვიძებთ, თქვენი ვარცხნილობა ჰელოუინისთვის თუ გამოდგება და არა, სამსახურში წასასვლელად. დილით მის მოწესრიგებაში კი ძალიან დიდ დროს დახარჯავთ, შესაძლოა, ამისთვის თმის ხელახლა დაბანაც მოგიწიოთ.” თუკი სხვა გზა არ გაქვთ და მაინც სველი თმით უნდა დაიძინოთ, რუჯერო რამდენიმე რეკომენდაციას გაძლევთ: “წაისვით დავარცხნისთვის განკუთვნილი კონდიციონერი, რათა არ აიბურდოს თმა, და თუკი გრძელი თმა გაქვთ, ჩაიხვიეთ მსუბუქი “კოსა”. ასე თმა დილით მოწესრიგებული იქნება და შესაძლოა, ლამაზი ტალღებიც გამოგივიდეთ.”

კიდევ ერთ ლაიფჰაკი სპეციალისტისგან – დაიძინეთ ატლასის ბალიშისპირზე. “ეს თმის სწრაფად გაშრობას შეუწყობს ხელს, რადგან ბალიშზე თავისუფლად იმოძრავებს, ასევე ხელს შეუძლის თმის აბურდვას – გვიხსნის რუჯერო. – გარდა ამისა, სველი თმით ბამბის ზედაპირზე ხახუნი, დიდი რაოდენობის თმას გაგაცვენთ, ვიდრე ატლასის ზედაპირზე კონტაქტისას. გლუვი აბრეშუმი სახის კანისთვისაც კარგია, ის ნაოჭების მშვენიერი პროფილაქტიკაა”.

 

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები