პანდემიის პირობებში, მშობლებს უფრო მეტი კონფლიქტი აქვთ შვილებთან

კორონავირუსის მიერ გამოწვეული სტრესი და გაურკვევლობა, უარყოფითად მოქმედებს მშობლებზე, რის გამოც ბავშვები ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დაძაბულობას განიცდიან, აცხადებენ მიჩიგანის უნივერსიტეტის(U-M) მკვლევარები.
U-M-ის ახალი მოხსენების თანახმად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მომატებულია იმ მშობელთა რიცხვი, რომელთაც, ერთხელ მაინც, უყვირეს ან უკივლეს საკუთარ შვილებს, ხოლო ყოველმა მეექვსე მშობელმა, დროის ამავე მონაკვეთში, გამოიყენა შვილის ფიზიკურ დასჯა.
ბავშვების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაშინ როდესაც სკოლები და ყოველდღიური მოვლის სერვისები დაკეტილია, ამერიკელი მშობლებისათვის უპრეცენდენტო გამოწვევა აღმოჩნდა, აღნიშნავს გამოკითხვის წამყვანი ავტორი, შონ ლი.
„მშობელთა დიდი ნაწილისათვის, ფინანსური არასტაბილურობა, სხვა პრობლემები, სოცილური იზოლაცია, მარტოობა და სევდა, მშობლობის ნაწილი ხდება,“ განაცხადა ლიმ, მიჩიგანს უნივერსტეტის, სოც-მუშაობის ასოცირებულმა პროფესორმა.
მკვლევარებს აინტერესებდათ, თუ როგორ პასუხობდნენ მშობლები შვილების მოთხვნებს პანდემიის პირობებში, რისთვისაც 24 მარტს, დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა სოციალური დისტანცირების მითითება გამოსცა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, გაეშვა ონლაინ კითხვარი. მასში მონაწილეობდა 562 ზრდასრული, რომელთაგან 288(51%), 12 წლის ან უფრო პატარა ასაკის ბავშვის მშობელი იყო,
რესპოდენტები იტყობინებოდნენ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მათი მენტალური ჯანმრთელობის, კარგად ყოფნის, მშობლობის და ეკენომიკური მდგომარეობის შესახებ, ისინი ასევე პასუხობდნენ ღია ტიპის შეკითხვებს იმაზე, თუ როგორ შეიცვალა შვილის ქცევა და მათი მშობლობის სტილი, გლობალური კრიზისის პირობებში.
მაშინ, როდესაც მშობელთა უმრავლესობა მიუთითებდა შვილებთან დაახლოვებაზე სახლში ყოფნის პირობებში, ისინი, ასევე აღნიშნავდნენ შვილების ფსიქოლოგიურ და ფიზიკური დასჯის შემთხვევებს. ბავშვთა უფლებათა დამცველები და ექსპერტები შიშობენ, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებლების ზრდას.
გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა:
⦁ ბევრი მშობელი განიცდიდა, რომ ვერ შეძლებდნენ გადასახადების გადახდას(50%).
⦁ მშობელთა უმრავლესობა(52%) აღნიშნავდა, რომ ფინანსური პრობლემები და სოციალური იზოლაცია გავლენას ახდენს მათი მშობლობის ფორმაზე.
⦁ ყოველი მეექვსე მშობელი მიუთითებდა ფიზიკური დასჯის გამოყენებაზე, ერთხელ მაინც უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში.
⦁ ყვირილის, ჩხუბისა და კივილის მაჩვენებლებიც მაღალია(40%)
⦁ მშობლების ცხრამეტმა პროცენტმა აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში უფრო ხშირად ყვირის და კივის, ხოლო თხუთმეტმა პროცენტმა დისციპლინის გამკაცრებაზე მიუთითა.
„გამომდინარე იქიდან, რომ მონაცემები კორონავრუსის პადნემიის, მკაცრი იზოლაციის, ადრეულ პერიოდში შეგროვდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რიცხვები კიდევ უფრო გაიზრდება დროთა განმავლობაში, რადგან ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, გაიზრდება მშობელთა სტრესის დონეც,“ განაცხადა ლიმ.
მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ აღმოჩენები სრულად პირქუში არ არის, რადგან მშობლების 88 პროცენტმა განაცხადა, რომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ისინი და მათი შვილები, ერთმანეთის მიმართ სიყვარულს გამოხატავდნენ

მასალა მოამზადა : დავით გურასპაშვილმა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები