პაატა იმნაძე : გავითავისოთ, ვართ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე, საზოგადოებას აფრთხილებს, რომ შესაძლებელია საქართველოში განმეორდეს იტალიის სცენარი.

„…მესმის, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული, მაგრამ მოერიდეთ ამას ყველაფერს. მესმის, რომ ტრადიცაა, მაგრამ ერთხელ უარი თქვით ამაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, ეს გავიგოთ, იგივე ეკლესია, რომ გადარჩეს, ამისკენ მოგიწოდებთ, ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ეკლესია,“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

პაატა იმნაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ. მან ასევე თქვა, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, სამ კვირაში საქართველოში იგივე სიტუაცია იქნება, რაც იტალიაში იყო.

„…ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? დარჩით სახლში, ეს  არის თქვენი მოვალეობა, თქვენ ახლა მხოლოდ ეს მოგეთხოვებათ, დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.

დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია, გვაქვს საშიშროება, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია, თუ ეს არ გავითავისეთ, სამ კვირაში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად… ოჯახის წევრთანაც დაიცავით დისტანცია. ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით, ჩვენ გვექნება უდიდესი მსხვერპლი,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები