იმ ოთახის მცენარეებს შორის, რომლებიც სახლს ატენიანებენ, რეკორდსმენები არიან:

  • ფიკუსი
  • დრაცენა
  • გიბისკუსი
  • სპარმანია

ასევე ციპერუსი, ის ოთახის ბუნებრივ დამატენიანებლად ითვლება.

თუ სახლში ოთახის დამატენიანებელი სპეციალური აპარატი გაქვთ, გახსოვდეთ, რომ 70 %-ზე მეტი ტენიანობაც არ გახლავთ კარგი ჯანმრთელობისთვის.
სახლი ხშირად გაანიავეთ და დაალაგეთ სველი წესით.
სახლის რეგულარულად დალაგება სველი წესით არა მარტო მტვერს მოგაშორებთ, არამედ დატენიანებასაც შეუწყობს ხელს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხალიჩასა და ფარდებს. ხშირად გარეცხეთ და დაფერთხეთ.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი