ორსულობის დროს დედის მიერ გადატანილი სტრესი ნაყოფს პიროვნული აშლილობის საფრთხეს უზრდის

ბავშვებს, რომელთა დედებმაც ორსულობის დროს სტრესი გადაიტანეს, პიროვნული აშლილობის საფრთხე სხვებზე 10-ჯერ უფრო მეტად ემუქრებათ, – ინფორმაციას BBC კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებს

სპეციალისტების თქმით, პიროვნული აშლილობები უფრო ხშირად 30 წლის ასაკში ვლინდება.

კერძოდ, ამასთან დაკავშირებით 3600 დედაზე მეტი გამოიკითხა და მათი ორსულობის დროინდელი სტრესის სიმწვავე და შემდგომში უკვე შვილების მდგომარეობა დაზუსტდა. როგორც ფსიქიატრები აცხადებენ, ორსულმა ქალებმა ფსიქიკურ სიმშვიდეს და ჯანმრთელობას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ. 

ასევე, პიროვნული აშლილობის საფრთხეს ბავშვობაში გადატანილი ტრავმა, მათ შორის – ოჯახის არასტაბილური ფინანსური მდგომარეობაც ზრდის. 

პიროვნული აშლილობა ფსიქიკური აშლილობების კლასს განეკუთვნება. პიროვნული აშლილობის სიას განეკუთვნება: პარანოიდული, შიზოიდური, დისოციალური, ემოციურად არასტაბილური და სხვა ამგვარი სახის თავისებურებები.

წყარო : imedinews.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები