ორსულობის დადგენა სახლის პირობებში

ორსულობის დადგენა ნებისმიერ ქალს ტესტის საშუალებით სულ რაღაც რამდენიმე წუთში შეუძლია, თუმცა ზოგიერთ ქალბატონს ასეთი მარტივი მეთოდი არ აკმაყოფილებს (ან უბრალოდ აფთიაქში წასვლა ეზარება) და ყველანაირად ცდილობს ორსულობის სახლის პირობებში, თქვენ წარმოიდგინეთ და, ჩვეულებრივი იოდის საშუალებით დადგენას.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტესტები 100% საიმედო არ არის, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი ნდობა მაინც შეიძლება (იმ შემთხვევაში თუკი რა თქმა უნდა ყველაფერს ზედმიწევნით გააკეთებთ) ტესტის ჩასატარებლად კი დაგჭირდებათ: დილის შარდი, პიპეტი, ჭიქა (ან ნებისმიერი კონტეინერი) და თეთრი, სუფთა ფურცელი.
image
ტექნოლოგია საკმაოდ მარტივია: აავსეთ კონტეინერი შარდით, ფრთხილად ჩააწვეთ შიგ ცოტაოდენი იოდი და დაელოდეთ.
თუ წვეთი თავდაპირველი სახით შენარჩუნდა და ის შარდს არ შეერია, სულ არა აქვს მნიშვნელობა ის ზედაპირზე დარჩება თუ ჩაიძირება, მაშინ გილოცავთ თქვენ ორსულად ხართ, ხოლო თუკი წვეთი ფორმას დაკარგავს მაშინ თქვენ ჯერ ფეხმძიმედ არ ხართ.
ფეხმძიმობის დასადგენად თუ ჭიქის ვარიანტი არ მოგწონთ, მაშინ მეორე მეთოდი სცადეთ. დაასველეთ სუფთა ფურცელი შარდში და დააწვეთეთ მასზე რამდენიმე წვეთი იოდი. ახლა უკვე ჩვენთვის ფერია მნიშვნელოვანი. იასამნისფერ – იისფერი ჩვენს შემთხვევაში იქნება ორსულოის ტესტზე ორი ზოლის ექვივალენტი, ყავისფერი ან ლურჯი კი – ერთი (უარყოფითი) ზოლის.
image
გაითვლისწინეთ!!! ტესტის ჩატარებამდე “ჰიგიენური პროცედურები” უნდა ჩაიტაროთ, თუმცა ნუ გამოიყენებთ არომატულ საპნებსა და გელებს (ისინი იოდთან შეიძლება რეაქციაში შევიდნენ და მცდარი შედეგი მოგცენ) თუკი არ ხართ დარწმუნებული ჭურჭლის სისუფთავეში – გამოავლეთ ის მდუღარე წყლით ან ორთქლით სტერილიზაციის მეთოდს მიმართეთ. შემდეგ კი, ცოტა ხანი დაელოდეთ სანამ ჭურჭელი ბოლომდე გაგრილდება, რადგან მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება შედეგი შეცვალოს, და რაც ყველაზე მთავარია გახსოვდეთ, რომ იოდით ორსულობის დადგენა მხოლოდ ადრეულ ეტაპზეა შესაძლებელი (როგორც წესი, არა უმეტეს 10 კვირისა) მოგვიანებით ტესტიც უკვე არაეფექტური იქნება და, სავარაუდოდ მისი საშუალებით ფეხმძიმობის დადგენის გარკვვევაც აღარ დაგჭირდებათ, რადგან უკვე დაზუსტებით გეცოდინებათ, ელოდებით თუ არა ბავშვს.

წყარო : intermedia.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები