ოჯახურ სადილებს ფიზიკური და მენტალური სარგებლის მოტანა შეუძლია

ახალი კვლევის თანხმად, ხშირი ოჯახური სადილები დაკავშირებულია, უკეთეს დიეტურ შედეგებსა და გაუმჯობესებულ ოჯახურ ფუნქციონირებასთან. მიღებული შედეგები ადასტურებს, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ოჯახური სადილები მთავარ განმაპირობებელს წარმოადგენს მრავალი ოჯახური ბენეფიტისათვის.
„კვლევა ემსახურებოდა ურთიერთმიმართებებისა და მასშტაბების ყოვლისმომცველ შესწავლას, ოჯახური სადილების სიხშირესა და ოჯახური ფუნქციონირების შედეგებს შორის ბავშვებში,“ განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა და ავტორმა, შენონ რობსონმა, რომელიც ბიჰევიორალური ჯანმრთელობისა და კვების დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გახლავთ დელავერის უნივერსიტეტში.
მკვლევართა გუნდმა განახორციელა, 2018 წლის დეკემბრამდე, ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული ყველა რელევანტური კვლევის სისტემური მიმოხილვა და მეტა-ანალიზი. კვლევა გამოქვეყნებულია Journal of Nutrition Education and Behavior-ში.


მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნულმა კვლევამ გამოავლინა ორი საგულისხმო აღმოჩენა:

  • ოჯახური სადილები აუმჯობესებს ხილისა და ბოსტნეულის მოხმარებას. უფრო ზუსტად, კვლევაში გამოიკვეთა პოზიტიური კავშირი ოჯახური სადილების სიხშირესა და ხილ-ბოსტნეულის, როგორც განცალკევებულ, ასევე ერთდროულად მიღებას შორის.
  • ოჯახური სადილები აუმჯობესებს ოჯახურ ფუნქციონირებას – თითქმის ყველა კვლევამ, რომელიც გამოყენებული იყო სისტემურ მიმოხილვასა და მეტა-ანალიზში, აჩვენა პოზიტიური კავშირი ოჯახური სადილების სიხშირესა და ოჯახური ფუნქციონირების ხარისხს შორის. ოჯახური ფუნქციონირება განისაზღვრება, როგორც ოჯახის შეკავშირებულობა, კომუნიკაცია, ექსპრესიულობა და პრობლემის გადაწყვეტა ოჯახში.

„არსებობს ათასობით კვლევა, რომლებიც იკვლევს ოჯახური სადილების გავლენას, კვებასა და ოჯახის ქცევაზე, მაგრამ ახალი კვლევის ფოკუსი მიმართულია ოჯახური სადილებისა და ოჯახური ფუნქციონირების შედეგების ურთიერთ დამოკიდებულებისაკენ,“ განაცხადა ფონდ FMI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ფაიკსმა.
1996 წელს დაარსებული ფონდი FMI მუდმივად ცდილობს სასურსათო საცალო ვაჭრობის სისტემის ეფექტურობის უზრუნველყოფას და ემსახურება საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და სამეცნიერი მიზნებს.
„განსაკუთრებულად საგულისხმოა ის, რომ ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ოჯახური სადილების ღირებული კონტრიბუტორობა, კვებისა და ოჯახური ფუნქციონირების გაუმჯობესებისათვის,“ აღნიშნავს ფაიკსი. „ეს მტკიცებულებები გვიბიძგებს იმისაკენ, რომ ეროვნული ოჯახური სადილების თვე გადავზარდოთ წლიური ოჯახური სადილების მოძრაობად.“
ფონდი FMI ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ატარებდა ეროვნულ ოჯახური სადილების თვეს. კამპანია მიზნად ისახავდა ამერიკელების წახალისებას, ყოველ კვირა ერთით მეტი ოჯახურის სადილის მოსაწყობად.
ნაციონალურ დონეზე, Harris Poll-ის სადამკვირვებლო კვლევამ აღმოაჩინა, რომ ამერიკელების 36-მა პროცენტმა, ვინც აღნიშნული კამპანია ნახა, დაიწყო ოჯახური სადილების უფრო ხშირად მოწყობა.
„უფრო განსაცვიფრებელი, ვიდრე პოზიტიური ქცევითი ცვლილებები, რაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე ვიხილეთ, არის ის, რომ ამერიკელების 89 პროცენტს სჯერა, რომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ოჯახური სადილის მოწყობა ყოველ კვირას, 84 პროცენტს კი სურვილი აქვს აღნიშნული მთელი წლის განმავლობაში აკეთოს. ამგვარმა ინტერესმა და ვალდებულებებმა გვიბიძგა, რომ ეროვნული ოჯახური სადილების თვე, გადაგვეზარდა მუდმივი ოჯახური სადილების მოძრაობად,“ განაცხადა ფაიკსმა.

მასალა მოამზადა : დავით გურასპაშვილმა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები