ნაშვილები ბავშვები ბიოლოგიური და-ძმა აღმოჩდნენ

ამერიკელმა კეტი პეიჯმა აღმოაჩინა, რომ გოგო, რომელზეც მზრუნველობას იჩენდა, მისი ნაშვილები ბიჭის და იყო. ამიტომ, მან გოგონას შვილებაც გადაწყვიტა. ამის შესახებ პორტალი KXXV წერს.

პეიჯი განქორწინების შემდეგ ნერვიულობდა, რომ შვილები არ ჰყავდა . ამიტომ 2016 წელს 4 ობოლი ბავშვის მეურვე გახდა და მალევე მიხვდა, რომ მზადაა მათი დედაც იყოს.

2016 წლის ზაფხულში  მან იშვილა ბიჭი, გრესონი , რომელიც დედამ მიატოვა. პეიჯი ამბობს, რომ „ბავშვი დანახვისთანავე შეუყვარდა“ .

2017 წელს, მან იგივე სამშობიაროდან იშვილა გოგო ჰანა, რომლის დედის სახელი გრესონის დედის სახელს ემთხვეოდა.

რამდენიმე თვის შემდეგ, პეიჯმა აღმოაჩინა, რომ ეს ბავშვები ერთი და იმავე ქალისაა, თუმცა პირველ მშობიარობაზე ბიოლოგიურ დედას გვარი ჰქონდა შეცვლილი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები