მუცლის ტკივილი ორსულობის დროს

ორსულობის დროს ქალის სხეულში ბევრი ცვლილება ხდება, რაც ნაყოფის სატარებლად ორგანიზმის ადაპტაციითაა გამოწვეული. ნაყოფი სწრაფად იზრდება და შინაგან ორგანოებზე ზეწოლას ახდენს. ამ პერიოდში მუცლის ტკივილზე ჩივილი ხშირად, რაც ქალებს ბუნებრივია აშინებთ. მსგავსი პრობლემა შეიძლება ორგანიზმის ცვლილების ბუნებრივი რეაქცია იყოს, ან სერიოზული პრობლემის სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფო დახმარების მიღება აუცილებელია.

ორსულობამ შეიძლება გარკვეული დისკომფორტი და უსიამოვნო შეგრძნება გამოიწვიოს. მომავალი დედა ბავშვზე ნერვიულობით სიტუაციას ამწვავებს. აუცილებელია ყველა რისკის შესახებ იცოდეთ და მომზადებული იყოთ. ექიმი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

მუცლის ტკივილი ორსულობის დროს

მუცლის ტკივილი ორსულობის დროს საკმაოდ ხშირად გვხვდება, რაც შეიძლება ბუნებრივ მიზეზებს უკავშირდებოდეს ან ნეგატიური ხასიათი ჰქონდეს. მიზეზების გამოვლენამდე ნერვიულობა არ ღირს, საკუთარ თავს მოუსმინეთ და ექიმს მიმართეთ. ეს ზედმეტი არ იქნება, თუმცა გარკვეული მომენტების შესახებ თავად უნდა მიხვდეთ.

მუცლის ტკივილის სახეობები ორსულობის დროს

მტკივნეული შეგრძნება შეიძლება ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში და სხვადასხვა ადგილას შენიშნოთ. ყველაზე ხშირად შემდეგი სახეობები გვხვდება:

  • მძაფრი ტკივილი საზარდულის და ბოქვენის არეში ადრეულ სტადიაზე. პირველ ტრიმესტრში ბოქვენის არეში ტკივილი ნეგატიურ ხასიათს ატარებს. ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ.
  • ტკივილი ბოქვენის არეში გვიანდელ სტადიაზე. ამ დროს ტკივილი ნორმად ითვლება, თუ ტკივილი ბოქვენიდან ბარძაყის ნაწილამდე გადადის. ტკივილს მშობიარობისთვის მზადება იწვევს. მწოლარე პოზაში ფეხის ზემოთ აწევის დროს ტკივილისას გინეკოლოგს მიმართეთ.
  • მუცლის დაძაბულობის შეგრძნება. ნორმად ითვლება, თუ ორსულობა კარგად მიმდინარეობს. „მყარი მუცლის“ შემთვევაში შესაძლოა საქმე პათოლოგიასთან გვქონდეს.
  • მტკივნეული შეგრძნება ბავშვის დარტყმის დროს. ბავშვის აქტივობა დედისთვის შეიძლება უსიამოვნო იყოს. საშიში არაფერია. თუ დარტყმები ძალიან ძლიერია, ექიმს მიმართეთ და ნაყოფის ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა) შეამოწმეთ.

მუცლის ტკივილის მიზეზები

ორსულობის დროს მუცლის ქვედა არეში ტკივილი შეიძლება ბუნებრივი იყოს და სასწრაფო დახმარებას არ მოითხოვს. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება შემდეგი მომენტები:

  • სუსტი დაჭიმულობა 2-3 კვირაზე, როცა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს კედელს ემაგრება.
  • მძაფრი ხანმოკლე ტკივილი. მკვეთრი მოძრაობის ან სიმძიმის აწევის დროს ძლიერდება. პირველ ტრიმესტრში კუნთების დაჭიმულობის და ქსოვილების დარბილების გამო.
  • უსიამოვნო შეგრძნება მესამე ტრიმესტრში ბავშვის მოძრაობის გამო.
  • გაჭინაურებული ტკივილი კუნთების დაძაბულობის და საშვილოსნოს ზრდის გამო ბოლო ტრიმესტრში. ასევე მენჯის ძვლების მცირე დაშორების და სავარჯიშო შეტევების გამო.

მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, როცა მუცლის ტკივილი ბუნებრივი მიზეზით არის გამოწვეული და ექიმის ჩარევას არ საჭიროებს, შემდეგი წესები დაიცავით:

  • ხშირად ისეირნეთ;
  • გადაღლას და დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ;
  • ორსულობის დროს სპეციალური ტანვარჯიში შეასრულეთ;
  • ორსულობის ბოლო პერიოდში ბანდაჟი გამოიყენეთ;
  • ეცადეთ, დიდხანს იძინოთ. ამ დროს საორსულო ბალიშის ქონა კარგად გამოძინებაში დაგეხმარებათ.

უსიამოვნო შეგრძნებას მუხლ-იდაყვის პოზაში 10-15 წუთით გაჩერებით შეძლებთ. ეს ორსულობის დროს მუცლის ტკივილის დროს უნდა გააკეთოთ და ექიმის დახმარება არ სჭირდება.

როდის არის აუცილებელი სამედიცინო დახმარების მიღება?

ორსულობის დროს გაჭინაურებული ან მძაფრი ტკივილი მუცლის არეში შეიძლება სერიოზულ პრობლემაზე მიგანიშნებდეთ. პრობლემის თავიდან ასაცილებლად, რამდენიმე ძირითადი სიმპტომის შესახებ უნდა იცოდეთ, როცა ექიმს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ:

  • მუცლის ქვედა ნაწილში და წელის არეში ტკივილი, რომელსაც თან სისხლიანი გამონადენი ახლავს. ამ შემთხვევაში სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოთ. ადეკვატური მკურნალობის გარეშე ტკივილი უფრო მკვეთრი შეიძლება გახდეს და ნაყოფის მოშორების რისკი არსებობს.
  • მუცლის მძაფრი ტკივილი, რომელსაც თან თავბრუსხვევა ახლავს შეიძლება გარე ორსულობის სიმპტომი იყოს. მისი გამოვლენა ულტრაბგერითი გამოკვლებით 5-7 კვირაზე ხდება.
  • მუცლის ქვედა ნაწილში მძაფრი და მწვავე ტკივილი შეიძლება საშვილოსნოში პლაცენტის ნაადრევ მოწყვეტაზე საუბრობდეს. მიზეზი შეიძლება რაიმე დაზიანება, გესტოზი ან რიგი სხვა პათოლოგია იყოს. ამ შემთხვევაში სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოთ. შეიძლება იძულებითი მშობიარობა მოგიწიოთ.
  • მძაფრი მშობიარობის მსგავსი ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში, რომლის დროსაც მუცელი საშვილოსნოსთან ერთად მცირე ხნით მყარი ხდება. საქმე საშვილოსნოს გაზრდილ ტონუსს ეხება, რომელიც ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე საშიშია. ეს სისხლის ცუდი მიწოდების, მკვებავი ნივთიერებებისა და ჟანგბადის დეფიციტის გამო ხდება. ექიმს უნდა მიმართოთ, რომელიც ტონუსის შესამცირებლად თერაპიას დაგინიშნავთ და აუცილებლობის შემთხვევაში სტაციონარულ სამკურნალო საავადმყოფოში გადაგიყვანთ.

ასევე ჩივილის მიზეზი შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ასევე შინაგანი ორგანოების დაავადება იყოს. ჩვეულებრივ ამის შესახებ წინასწარ იციან. ამ პრობლემების შესახებ ექიმი წინასწარ უნდა გააფრთხილოთ. აუცილებლობის შემთხვევაში დაავადების მკურნალობას დაგინიშნავენ.

რა არის სავარჯიშო სამშობიარო შეტევები

თუ ორსულობის 38-ე კვირას გაჭინაურებული ტკივილები გაქვთ, უკვე მშობიარობა ახლოვდება. ასეთ შეგრძნებებს ექიმები ბავშვის მალე გაჩენის წინა პერიოდს უწოდებენ. მას თან ახლავს:

  • მუცლის ოდნავ ქვემოთ დაწევა;
  • ნაყოფი ოდნავ შეიძლება შენელებული იყოს;
  • წელის ტკივილი გაწუხებთ;
  • წონის ზრდა ჩერდება;
  • გამონადენს შეიძლება სისხლი ახლდეს;
  • ლორწოვანი საცობი მოშორება ხდება;
  • დაღლილობის გრძნობა იზრდება;
  • მოსალოდნელია არასტაბილური ემოცია;

ეს შეგრძნებები თითქოს მშობიარობამდე ვარჯიშებია და შეიძლება ოდნავ მტკივნეული იყოს. ნერვიულობა არ ღირს, რადგან ასე ბავშვის გაჩენისთვის მორალურად და ფიზიკურად ემზადებით. ასეთი ვარჯიშების შემდეგ 38-ე და 39-ე კვირას შეიძლება მშობიარობა დაიწყოს, მაგრამ თუ არ მოხდა არ ინერვიულოთ, ბავშვი, სავარაუდოდ, მე-40 კვირას ან მოგვიანებით გაჩნდება.

შესამოწმებელი სია ორსულობის დროს მუცლის ტკივილისას

თუ ტკივილი მუდმივად გაწუხებთ, ეს სია დაგეხმარებათ, თუ რა უნდა გააკეთოთ, რომ უსიამოვნო შეგრძნებები შეამციროთ.

  1. კომფორტული პოზა შეარჩიეთ.
  2. მოდუნება და ცოტა დასვენება სცადეთ. 30 წუთით კომფორტულ პოზის ძებნას დაუთმეთ.
  3. ტკივილის მიზეზი შეიძლება რამე ყოფილიყო? როცა ტუალეტში იყავით, ხომ არ დაიჭიმეთ? რა მიირთვით? ხომ არ გადაიტვირთეთ?
  4. ყურადღებით დააკვირდით: გაქვთ თუ არა არაბუნებრივი გამონადენი (ყვითელი, ყავისფერი, ნაცრისფერი ან სხვა შეფერილობა), როგორი შემადგენლობა აქვს?

დროა ექიმს მიმართოთ

თუ მუცლის ტკივილს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ფაქტორი ახლავს, დროა ექიმს მიმართოთ:

  1. გამონადენმა ფერი შეიცვალა და უსიამოვნო სუნი აქვს.
  2. თუ ტუალეტის გასვლის დროს ტკივილი გაწუხებთ.
  3. წელის ტკივილი ძალიან ძლიერი და დასვენების შემდეგ არ მცირდება.

სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ

  1. თუ სისხლდენა გაქვთ ან გამონადენს უხვი რაოდენობის სისხლი ახლავს.
  2. რეგულარული შეტევის და ძლიერი ტკივილის დროს.
  3. მუცლის ტკივილი უფრო ძლიერდება და ნახევარსაათიანი დასვენების შემდეგ არ გადადის.

მუცლის ტკივილის დროს არ ინერვიულოთ და მიზეზები და სიმპტომები მშვიდად განიხილეთ. გადახრების აღმოჩენის შემთხვევაში ექიმს მიმართეთ ან სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ. თანამედროვე მედიცინა პრობლემების მოგვარებაში და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენაში დაგეხმარებათ.

წყარო : paparazzi.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები