მუცლის შებერილობა ბავშვებში – მეტეორიზმი

თქვენს პატარას მუცლის შებერილობა აწუხებს? – გაიგეთ, რა იწვევს მეტეორიზმს ჩვილებში.

 მუცლის შებერილობა და მისი თანმდევი არასასიამოვნო სიმპტომები ჩვილ ბავშვებში ძალიან ხშირი შემთხვევაა. ამის გამომწვევი მიზეზი კი ის არის, რომ ახალშობილის საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯერ არაა შეჩვეული ახალ სამყაროს. თქვენს პატარასაც აწუხებს აირების დაგროვება? გაიგეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს, რომელი საკვები ამწვავებს პრობლემას და როდის არის აუცილებელი პედიატრის მონახულება.

რატომ უგროვდება აირები ჩემს ბავშვს?

ბავშვს თუ მუცლის შებერილობა აწუხებს, აირების გამოდევნისას შეატყობთ, რომ თავს უკეთ გრძნობს და ისე აღარ ჭირვეულობს. მსგავსი პრობლემა დაბადებიდან რამდენიმე კვირაში იჩენს თავს და საბედნიეროდ, 4-6 თვის ასაკში უკვე დაძლეულია. თუმცა ზოგ შემთხვევაში მეტეორიზმი უფრო მეტ ხანსაც შეიძლება გაგრძელდეს. აირების გადროვების მთავარი გამომწვევი მიზეზი მოუმწიფებელი საჭმლის მომნელებელი სისტემაა, ასევე ხშირად კვებისას ყლაპავს ჩვილი ჰაერს. ზოგ ჩვილს შეიძლება ჰქონდეს მომატებული მგრძნობელობა რომელიმე საკვების მიმართ, რის გამოც სწორად უნდა შეირჩეს მეძუძური დედის დიეტა. ასევე გასათვალისწინებელია ეს ფაქტორი ხელოვნური საკვების (ფორმულის) არჩევისასაც. ასე რომ, აირების დაგროვების ძირითადი მიზეზებია:

  • კვების ან ტირილის დროს ჰაერის გადაყლაპვა.ეს ძალიან ხშირი და ნორმალური შემთხვევაა ახალშობილებში.
  • ჩამოუყალიბებელი საკვების მომნელებელი სისტემა. ამ დროს საკვები ძალიან სწრაფად გადაადგილდება და ვერ ასწრებს გადამუშავებას.
  • ჰიპერმგრძნობელობა. შეიძლება, ბავშვს ჰქონდეს ალერგია დედის მიერ მიღებულ გარკეულ პროდუქტზე ან ხელოვნური რძის რომელიმე კომპონენტი ვერ მიიღოს მან.

მეტორიზმის სიმპტომები

 ყველა პატარა გამოყოფს აირებს, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და ყოველთვის მეტეორიზმთან არ გვაქვს საქმე. მუცლის შებერილობის სიმპტომები ასეთია:

  • თქვენი პატარა ტირის და განერვიულებულია ერთისაათის  ან სულაც მთელი დღის განმავლობაში.მუცლის შებერილობისას ძალიან ხშირია ეს სიმპტომი. დააკვირდით ბავშვს და თუ გაუმჯობესებას ვერ შეატყობთ, მიმართეთ პედიატრს.
  • ბავშვს არ სძინავს და არ იკვებება საკმარისად. ძილისა და კვების დარღვევას ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ერთ-ერთი მათგანი სწორედ მეტეორიზმია. სწორი დიაგნოზის დასასმელად უმჯობესია ექიმთან ვიზიტი.
  • ჩვილი ტირილის დროს უჩვეულოდ წითლდება. ეს მიგვანიშნებს, რომ პატარა ტკვილის განიცდის.
  • პატარა ტირილისას მუშტებს კრავს, ზურგს ამოიზნექს და ფეხებს უჩვეულოდ ჭიმავს.

საუკეთესო საშუალებები მუცლის შებერილობის მოსახსნელად

  • აკონტროლეთ ჰაერის გადაცდენა კვებისას. ძუძუთი კვებავთ, თუ ბოთლით არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, შეეცადეთ, პატარა დაიკავოთ შემაღლებულ პოზიციაში. ხელოვნური რძით კვების დროს შეარჩიეთ სპეციალური ბოთლი და საწოვარა, რომელიც ჰაერის გადაცდენას აგარიდებთ თავიდან. დარწმუნდით, რომ ბოთლის თავი სასვეა რძით, რათა კვებისას ჰაერი არ შეყვეს რძეს, რაც შემდგომ შებერილობას გამოიწვევს. ასევე არ შეანჯღრიოთ ხშირად ბოთლი.
  • მიეცით საკვები მანამ, სანამ ძალიან მოშივდება. ტირილის დროს ჰაერის დიდი რაოდენობა ხვდება საჭმლის გადამამუშავებელ სისტემაში, რაც გაზების დაგროვების მიზეზი ხდება. შეეცადეთ, დაადგინოთ შიმშილის ადრეული ნიშნები, რომ ბავშვმა დიდხანს არ იტიროს და დროულად გამოკვებოთ.
  • დააწვინეთ პატარა ზურგზე, თბილი ხელის გულით მუცელზე ნაზი მასაჟი გაუკეთეთ საათის ისრის მიმართულებით. ეს დაემხარება ჩვილს აირების გამოდევნაში.
  • ბუნებრივად კვების შემთხვევაში, გადახედეთ თქვენს რაციონს. გაესაუბრეთ პედიატრს ამის შესახებ, რათა შეარჩიოთ შესაბამისი სახის დიეტა. შებერილობას შეიძლება იწვევდეს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა : კოფეინი, ხახვი, კომბოსტო და ა.შ
  • ხელოვნური რძის შემთხვევაში, სცადეთ სხვა ფირმის რძე. ზოგჯერ ფორმულა შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლის გადამუშავებასაც ვერ ახერხებს ჩვილი. ამ დროსაც უმჯობესია, თუ პედიატრთან ერთად მიიღებთ რძის შეცვლის გადაწყვეტილებას.
  • გაესაუბრეთ ექიმს გვირილის ჩაის შესახებ. ეს ძალიან ეხმარება პატარას ორგანიზმს და შედეგიც მალევე აქვს. ზოგჯერ მას წვეთების სახით ნიშნავენ, ზოგჯერ კი – რძესთან ერთად.
  • დამოუკიდებლად არ მისცეთ ბავშვს შებერილობის საწინაარმდეგო წამლები, წვეთები. მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით დაიწყეთ მათი მიღება.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

  • თქვენი პატარა არ იმატებს წონას.
  • ბავშვი ხშირად უარს ამბობს კვებაზე.
  • ჩვილს აღენიშნება ყაბზობა და კუჭის გაძნელებული მოქმედება.
  • აღენიშნება ალერგიული რეაქციები. (ღებინება,გამონაყარი,სახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება)

წყარო : pregnancy.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები