ვიდეო, რომელიც ცოტა ხნის წინ ინტერნეტქსელში გავრცელდა და მარტო Youtube-ზე მილიონამდე ნახვა ჰქონდა, 2 წლის ბიჭუნას დედამ გადაიღო.

ვიდეოში ჩანს, რომ პატარა ბიჭუნა, რომელმაც დის მინი-კონცერტზე პირველად მოისმინა “მთვარის სონატა” ატირდა. უკვდავმა მუსიკალურმა ნაწარმოება, 2 წლის ტეილორზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ პატარა ნაწარმოების შესრულების განმავლობაში შეუჩერებლად ტიროდა.

კადრში კარგად ჩანს, რომ ბავშვი ცდილობს შეიკავოს ემოცია, თუმცა ვერ ახერხებს. მამაც ეფერება და ამშვიდებს, თუმცა ესეც არ ჭრის.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ინტერნეტსივრცეში ვიდეოს გამოჩენას დიდი რეაქცია, ბევრი კომენტარი და ტეილორის მშობლებთან მუსიკოსების მიერ შეთავაზებებიც მოჰყვა.

“მე ალბათ ვერ მოვესწრები იმ დროს, როცა ტეილორი წარმატებას მიაღწევს. მაგრამ გეტყვით, რომ თქვენი შვილი საოცრად გრძნობს მუსიკას და ის ამ სფეროში მწვერვალებს დაიპყრობს. გისურვებთ ყველაფერს კარგს და მადლობას გიხდით, რომ გაგვიზიარეთ ასეთი ამაღელვებელი ვიდეო” – წერს მშობლებს ვიდეოთი აღფრთოვანებული მუსიკოსი მამაკაცი.