მუდმივი ძილის პრობლემები ჩვილობისას, ზრდის შფოთვის ჩამოყალიბების რისკს ბავშვობაში

Archives of Disease in Childhood-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამუდმებული ძილის პრობლემები, დაბადებიდან პირველი თორმეტი თვის განმავლობაში, დაკავშირებულია მომატებული შფოთვისა და ემოციური დარღვების ჩამოყალიბასთან.

მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, მკვლევართა რეკომენდაციაა, რომ იმ ჩვილებს, რომელთაც ცუდად სძინავთ, მოგვიანებით, ბავშვობის პერიოდში სასურველია მათი მონიტორინგი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით.

ჩვილების, (0-დან 12 თვემდე) დაახლოებით 19 პროცენტს, აქვს ძილის პრობლემები, რომელშიც მოიაზრება მშობლების დახმარების გარეშე დაძინების პრობლემა და ღამით ხშირად გაღვიძება.

ეს პრობლემები დაკავშირებულია გაუარესებულ მენტალურ ჯანმრთელობასთან, ადრეული ბავშვობის პერიოდში, თუმცა ბუნდოვანია რამდენად ნარჩუნდება აღნიშნული რისკი გვიანი ბავშვობის პერიოდში და შენაჩუნების შემთხვევაში, რომელი ფსიქიატრიული სიმპტომების გამოვლენაა სავარაუდო.

ამის საკითხის სიღრმისეული შესწავლისათვის, მკვლევართა გუნდმა შეისწავლა ლონგიტიდური კვლევის მონაცემები, რომლის მიზანსაც ავსტრალიაში მცხოვრები, 1507 დედის(ერთი შვილის დედა) და მათ შვილების ჯანმრთელობის დაკვირვება წარმოადგენდა.

დედები აღწერდნენ მათი შვილების ძილის ფორმას 3(ონლაინ), 6(ონლაინ), 9(ინტერვიუ) და 12(ონლაინ) თვის ასაკში, ხოლო მენტალურ ჯანმრთელობას 4 და 10 წლის ასაკში ვალიდური კითხვარების გამოყენებით (DAWBA და SDQ).

დედები ასევე ავსებდნენ სპენსის ბავშვის შფოთვის სკალას მშობლებისათვის, მაშინ  როდესაც მათი შვილი 10 წლის ხდებოდა. საბოლო შედეგების ანალიზი დაფუძნდა 1460 დედა-შვილის წყვილზე.

მთლიანობაში, ჩვილთა 25 პროცენტს (360) გამოუვლინდა „დალაგებული“ ძილის ფორმა, ნახევარზე მეტს, 56 პროცენტს, ცვალებადი ძილის პრობლემები, ხოლო 19.5 პროცენტს მუდმივი მძიმე ძილის პრობლემები დაუფიქსირდა.

შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ პრობლემური ძილის ფორმები დაკავშირებული იყო გაზრდილ რისკთან, შფოთვისა და ემოციური პრობლემების განვითარების კუთხით. „დალაგებული“ ძილის ფორმის მქონე ჩვილებისა და მუდმივი მძიმე ძილის პრობლემების მქონე ჩვილების შედარებისას აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელთან 3-ჯერ მეტი იყო ემოციური პრობლემების სიმპტომების ჩამოყალიბების ალბათობა, 4 წლის ასაკში, ხოლო 10 წლისათვის 2-ჯერ იყო გაზრდილი ემოციური აშლილობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების ალბათობა.

მიღებული შედეგების განზოგადება შეუძლებელია, რადგან მასში მონაწილეობას მხოლოდ დედისერთა ბავშვები და ავსტრალიელი დედები იღებდნენ, ასევე არ იქნა გაზომილი ის ნევროლოგიური პრობლემები, რომელთაც გავლენის მოხდენა შეეძლოთ, როგორც ძილზე, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე. მიუხედავად ამისა, აღნიშნული კვლევის შედეგები ეხმიანება წინა კვლევას და მიგვითითებს – „მუდმივი გართულებული ძილი ჩვილობისას, შესაძლოა მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, კერძოდ შფოთვითი პრობლემების ჩამოყალიბების წინაპირობას წარმოადგენდეს.“

მასალა მოამზადა : დავით გურასპაშვილმა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები