ცხრა წლის პეპი, საბავშვო მოთხრობების ყველაზე მამაცი და ცნობილი გოგო, რომელსაც არ სურდა, რომ გაზრდილიყო, 75 წლის გახდა.

შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის პოპულარული წიგნის, ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი – პეპილოტა დელიკატესა ჟალუზინა რუკოლპიტნა ეფრაიმის ასული გრძელწინდა ან, უბრალოდ, პეპი – 1941 წელს „დაიბადა“. პირველი წიგნი კი 1945 წელს დაიბეჭდა. სწორედ აქედან ითვლება პეპის ასაკიც. 

პეპი გრძელიწინდას ამბავი თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ნაწარმოები ბავშვებს ასწავლის, ისეთ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მომენტებს, როგორებიცაა :

  1. არეულობის არ უნდა გვეშინოდეს
  2. ბედნიერება აწმყოში უნდა ვეძებოთ
  3. გვიყვარდეს და დავიცვათ ცხოველები
  4. ვიცოდეთ, ხუმრობის ზღვარი
  5. გამოვიპრანჭოთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის