“მსოფლიოში ყველაზე შეუხედავი ქალი” – შვილების გამო დაცინვის ობიექტი გახდა

ქალები ყველაფერზე წავლენ იმისათვის, რომ შვილებს არაფერი მოაკლდეთ. მერი ენ ბევანმა აიტანა შეურაცხყოფა, დამცირება და დაცინვა – მხოლოდ იმიტომ, რომ შვილები გამოეკვება.

მერი ენ ვებსტერი 1874 წელს ლონდონში დაიბადა. მას დიდი ოჯახი ჰყავდა. მერი მომხიბვლელი გოგონა იყო, რომელსაც ალბათ ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა. მერი ენი მედდად მუშაობდა, 29 წლისა ცოლად გაჰყვა ტომას ბევანს. წყვილს მალე შვილები შეეძინა: 4 ბავშვი ერთმანეთის მიყოლებით დაიბადა.

მაგრამ დედობა მერი ენს მოულოდნელმა ავადმყოფობამ ჩაუშხამა: მას დასწყო სახსრების ტკივილი, შაკიკი, მხედველობა დაუქვეითდა. მერი ენი გარეგნულადაც იცვლებოდა. თავიდან ყველაფერი შეუმცნევლად დაიწყო: ნიშნობის ბეჭედს თითიდან ვერ იხსნიდა, ხოლო ფეხსაცმელები დაუპატარავდა. დრო გადიოდა, მერი ენის გარეგნული ცვლილებები უკვე აშკარა გახდა, ამას დაღლილი დედის გარეგნობას ვეღარ დააბრალებდით.

მისი ცხვირი და ყბები არაბუნებრივად გადიდდა და განზე გავიდა, ნაკვთებმა ქალურობა დაკარგეს და დროთაგანმავლობაში მისი სახე უფრო და უფრო ემსგავსებოდა კაცისას. მერი ენს იშვიათი დაავადება – აკრომეგალია აღამოაჩნდა. ამ დაავადების დროს ირღევევა ჰიპოფიზის ფუნქციები.

მისტერ ბევანი ყველანაირად გვერდში ედგა მეუღლეს – რაც არა მხოლოდ მე-19 საუკუნისთვის იყო დიდი იშვიათობა. სამწუხაროდ, ოჯახს ყველა უბედურება ერთად დაატყდა. 11-წლიანი ქორწინების მერე ტომასი გარდაიცვალა და მერი ენი მარტო დარჩა 4 შვილით და შემოსავლის გარეშე.

მერი ენი შვილებთან ერთად
 ან გაჭრვებას ისიც ამძიმებდა, რომ უცნაური გარეგნობის ქვრივს ადამიანები დასცინოდნენ. მერი ენი გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა, და უცებ ძალიან უცნაური (და დამამცირებელი) რამ შეიტყო – მსოფლიოს ყველაზე შეუხედავი ქალების კონკურსი. ის ამაზე არასოდეს წავიდოდა, მაგრამ სასოწარკვეთილი დრო სასოწარკვეთილი ნაბიჯების იგადადგმას გაიძულებს. და მერი ენმა კონკურსში გაიმარჯვა… ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შეეძლო, ერჩინა შვილები.
მე-20 საუკუნის დასაწყისში მერი ენმა უცნაური სამუშაო წინადადება მიიღო. იმ დროს პოპულარული იყო ე.წ. საიდ-შოუ, სადაც უცნაური გარეგნობის ადამიანებს შეეძლოთ ფული ეშოვათ არა რაიმე განსაკუთრებული ნიჭით, არამედ გარეგნობით. ასე დაიწყო მერი ენმა გასართობ პარკ “დრიმლენდში” კონი-აილენდზე გამოსვლები – ის კაშკაშა კაბებში გამოწყობილი გამოდიოდა, რათა ხაზი გაესვა თავისი სახის მამაკაცური იერისთვის. მისი კოლეგები იყვნენ სიამის ტყუპები,, გიგანტი ადამიანები და წვერიანი ქალები. ეს ძალიან დამამცირებელი იყო, მაგრამ შვილებს ულუკმაპუროდ ვერ დატოვებდა.
სამწუხაროდ, აკრომეგალიით დაავადებული ადამიანები დიდხანს ვერ ცოცხლობენ და მერი ენი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. შვილებმა ის ინგლისში დაკრძალეს. სიცოცხლის ბოლომდე მისის ბევანი ცირკში მუშაობდა და ასე არჩენდა ოჯახს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები