მშობლური სავარჯიშოები ბავშვებში, შესაძლოა ისეთივე ეფექტური იყოს შფოთვის შესამცირებლად, როგორც თერაპია

მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ფსიქოლოგია

ახალი რენდომიზებული კლინიკური კვლევის თანახმად, მშობლური ვარჯიშები ისეთივე ეფექტურია, ბავშვებსა და მოზარდებში შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ, როგორც ბავშვის ინდივიდუალური თერაპია,
შფოთვით აშლილობები, როგორებიცა: სოციალური ფობია, განშორების შფოთვა და გენერალიზებული შფოთვა, ყველაზე გავრცელებეული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებია ბავშვებში.
ბავშვების თითქმის ერთი მესამედი განიცდის კლინიკურად დაქვეითებულ შფოთვით აშლილობას, ვიდრე ზრდასრულობას მიაღწევს. ამგვარ დარღვევებს შეუძლიათ პერსონალური, აკადემიური და სოციალური ფუნქციონირების დაქვეითება და წარუმატებელი მკურნალობის შემთხვევაში, შფოთვითმა აშლილობებმა ბავშვობაში, შესაძლოა ხანგრძლივი ზეგავლენა იქონიოს და გაზარდოს დამატებით ფიზიკური თუ მენატალური ჯანმრთელობის პრობლემების, რისკი.
ახალ კვლევაში, მკვლევართა გუნდმა გააერთიანა 124 კლინიკური შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვი, რომლებიც რენდომიზებულად გააერთიანეს ჯგუფებში, ამ ჯუფებში ისინი იღებდნენ მკურნალობას, კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიით (CBT) ან ბავშვის შფოთვითი ემოციების მხარდამჭერი მშობლობის (SPACE), მეთოდით.
SPACE გახლავთ პროგრამა, რომელიც დოქტორ ელი ლებოვიცისა და მისი გუნდის მიერ შეიქმნა იელის მედიცინის სკოლაში.
კვლევა გამოქვეყნებულია Journal of the American Academy of Child and Adolescent Psychiatry-ში.
SPACE ასწავლის მშობლებს, რომ შეამცირონ აკომოდაცია და ბავშვის შფოთვით სიმპტომების მხარდამჭერი მანერებით უპასუხონ.
ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვებმა, რომელთა მშობლებიც SPACE-ის 12 სესიაში იღებდნენ მონაწილეობას, ისეთივე წარმატებით დაძლიეს შფოთვითი აშლილობა, როგორც იმ ბავშვებმა, რომელთა მშობლებმაც CBT-ის 12 სესიაში მიიღეს მონაწილება, ეს უკანასკნელი კი საკუთესო, მტკიცებულებებით გამყარებული მკურნალობის მეთოდია ბავშვის შფოთვისათვის.
შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვები, დახმარებას მშობლებში ეძებენ, რათა დაძლიონ იგი და თავი აარიდონ იმას, რაც მათ ასე აშინებთ. სამწუხაროდ, შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვების მშობლები ხშირად მათივე შვილების სიმპტომებში „ებმება,“ ეს პროცესი აკომოდაციის სახელითაა ცნობილი.
CBT და SPACE ინტერვენციებში მონაწილე ბავშვების დაახლოებითი 60 პროცენტთან გამოვლინდა გაუმჯობესება, რომლებიც აღარ აკმაყოფილებდნენ შფოთვითი აშლილობის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს. მიღებული შედეგების შეფასებისას, შემფასებელმა არ იცოდა, თუ რა სახის მკურნალობას იღებდა ბავშვი, რაც თავისთავად შედეგების სანდოობას ზრდიდა.
კიდევ უფრო დიდ ნაწილთან (87.5 პროცენტი SPACE-სათვის და 75.5 პროცენტი CBT-სათვის) გამოვნლინდა სიმპტომების გაუმჯობესება. შფოთვითი სიმპტომების კითხვარები შეავსეს როგორც შვილებმა, ასევე მშობლებმა, რამაც იდენტური გაუმჯობესების შედეგები აჩვენა ორივე პროგრამისათვის. მშობლებმაც და შვილებმაც აღნიშნული პროგრამები შეაფასეს, როგორც „ძლიერ დამაკმაყოფილებელი.“

ავიაბილეთები avia.ge

მასალა მოამზადა : დავით გურასპიშვილმა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *