მშობლის 10 მცნება

  1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი ისეთივე იქნება, როგორიც შენ ხარ, ან ისეთი, როგორიც შენ გინდა რომ იყოს. დაეხმარე მას გახდეს საკუთარი თავი და არა შენ!
  2. ნუ მოითხოვ შვილისგან დაგიფასოს ის ყველაფერი, რაც გაუკეთე. შენ მას სიცოცხლე აჩუქე! აბა დაფიქრდი, რით შეიძლება ამის გადახდა? ის სხვას მისცემს სიცოცხლეს, ის სხვა კიდევ სხვას, ეს არის მადლობის გადახდის შეუცნობელი კანონი.
  3. სხვაზე ან სხვა რამეზე გაბრაზებული ნუ იყრი შვილზე ჯავრს. თორემ სიბერეში იგივეს მოიმკი.
  4. ნუ დაუწყებ ყურებას მის პრობლემებს სიმაღლიდან. ცხოვრებას ყველა თავისი ძალისხმევით ეჭიდება, ამიტომაც დარწმუნებული იყავი – მისთვის ეს პრობლემა ბევრად მძიმეა, ვიდრე შენთვის, მას არ აქვს გამოცდილება.
  5. არ დაამცირო!
  6. გახსოვდეს, დედამიწაზე ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა – შვილებთან  შეხვედრაა. მეტი ყურადღება დაუთმე – არასოდეს იცი, ვის ვხვდები შენს საკუთარ შვილშიც კი.
  7. ნუ დაიტანჯავ თავს იმის გამო, რომ რამეს ვერ უკეთებ შვილს, უბრალოდ დაიმახსოვრე: ბავშვისთვის არასაკმარისია გაკეთებული, თუკი არ არის ყველაფერი შესაძლებელი გაკეთებული.
  8. ბავშვი – ეს ტირანი არ არის, რომელმაც თქვენი ცხოვრება დაისაკუთრა. ის განძია, რომელიც ცხოვრებამ გაჩუქა, რათა მოუარო, გაუფრთხილდე და გაზარდო მასში ყველაფერი საუკეთესო. ეს ის უსაზღრვო სიყვარულია დედის და მამის, რომლებიც გაზრდიან არა “ჩვენ” და “ჩემ”  შვილს, არამედ დამოუკიდებელ პიროვნებას.
  9. გიყვარდეს სხვისი შვილი და არასოდეს გაუკეთო სხვას ის, რასაც არ გაუკეთებდი და არ ისურვებდი, რომ გაეკეთებინათ შენი შვილისთვის.
  10. შეიყვარე შენი შვილი ნებისმიერი წარუმატებლობით, მარცხით, იმედგაცრუებებით. შეიგრძენი მაქსიმალურად მასთან ურთიერთობით გამოწვეული ბედნიერება, რადგან ეს დღესასწაულია, რომელიც ჯერჯერობით შენთან არის!
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები