მშობლებს შორის ურთიერთობის ხარისხი, შესაძლოა გავლენას ახდენდენდეს შვილების ცხოვრების ფორმირებაზე

ჩვენს ურთიერთობას მშობლებთან, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენი ცხოვრების ტრაექტორიაზე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მზრუნველის მიერ ბავშვის მოტყუება, ხშირად ბავშვის ნაკლებად მოწესრიგებულობით სრულდება, რომ შორმისმოყვარე მშობლების შვილები კარგი სამუშაო ეთიკით გამოირჩევიან, რომ საუბრის მოყვარული მშობლების ყოლა კოგნიტური უნარების გაუმჯობესებას უწყობს ხელს, და რომ პოზიტიური მშობლობა წლების შემდეგაც დადებით ზეგავლენას ახდენს კორტიზოლის დონეზე.
თუმცა ჩვენ ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ იმას, თუ რა გავლენას ახდენს ბავშვთა გრძელვადიან განვითარებაზე, მშობლების ურთიერთობა ერთმანეთთან. Demography-ში გამოქვეყნებული, ახალი კვლევის ფოკუსი მშობლებს შორის ურთიერთობის გავლენაზე იყო მიმართული. შედეგად დადგინდა, რომ მეუღლეებს შორის მოსიყვარულე ურთიერთობას გრძელვადიანი, პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია, შვილების ცხოვრების ფორმირებაზე.
მკვლევარებმა ფოკუსი ნეპალზე მიმართეს, მიზეზად კი ქორწინების საკვლევად საინტერესო ფონი დასახელდა.აღნიშნულ ქვეყანაში ქორწინება საგრძნობალად შეიცვალა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში: ქორწინება სიყვარულით (გარიგებით ქორწინების ნაცვლად) ამჟამად უფრო ხშირია, ვიდრე წარსულში, იზრდება წინა საქორწინო შეთახმებებებისა და განქორწინებების მაჩვენებლები, თუმცა ამ ეტაპზე ზემოთ აღნიშნულნი მაინც იშვიათია.
მონაცემები ლონგიტიდური კვლევიდან შეგროვდა, სადაც საქორწინო ურთიერთობის ხარისხის, განათლების და ბავშვების პერსონალური პროგრესის დაკვირვება 12 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. პირველი რიგის მონაცემები 1996 წელს დასავლეთ ჩიტვანის ხეობის 151 სამეზობლოდან შეგროვდა. ქორინებაში მყოფი წყვილების ურთიერთობის ხარისხის გასაზომად, მეუღლეები ერთმანეთისგან განცალკევებულად პასუხობდნენ სამ ქულიან სკალაზე, რამდენად უყვარდათ თავისი პარტნიორი და ასვე თხოვდნენ გაემხილათ, ყოფილა თუ არა ოჯახში ცემის ფაქტი.
იმის დასადგენად, თუ რა გავლენა ჰქონდა მშობლების ურთიერთობას, ბავშვების საქორწინო ქცევაზე, მკვლევარები აკვირდებოდნენ, თუ რა ასაკში ქორინდებოდნენ ბავშვები მომდევნო 10 წლის განმავლობაში. 2008 წელს, მონაწილეების ხელახალი ინერვიუირება მოხდა, სადაც დედებს ეკითხებოდნენ მიატოვეს თუ არა მათმა შვილებმა სკოლა და თუ მიატოვეს რა ასაკში.


შედეგებმა ცხადყო, რომ ქორწინების ხარისხი კავშირში იყო შვილების საგანმანათლებლო პერსპექტივასთან. ბავშვები, რომელთა მშობლებიც ერთმანეთის მიმართ მეტ სიყვარულს გრძნობდნენ, იშვიათად ანებებდნენ სწავლას თავს, ხოლო ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ნაკლებს სიყვარულს გრძნობდნენ ერთმანეთის მიმართ, უფრო ხშირად წყვეტდნენ სწავლას. ასევე სკოლის მიტოვების მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა იმ ბავშვებთან, რომელთა მშობლებიც მეუღლის მიერ ძალადობის შესახებ იტყობინებოდნენ.
საგანმანათლებლო პერსპექტივები, ასევე კავშირში იყო ეთნიკურ და კლასობრივ სტატუსთან: ბავშვები ეთნიკური ჯგუფებიდან, რომელთაც მაღალი სოციალური სტატუსი ჰქონდათ, ხშირ შემთხვევაში აგრძელებდნენ სწავლას. ქორწინების ხარისხის გავლენა, ბავშვის ცხოვრებაზე, აღნიშნული ფაქტორების გაკონტროლების შემდეგაც, შესამჩნევი იყო.
ბავშვების პირადი ქორწინების დროც, ასევე დაკავშირებული იყო მშობლების ურთიერთ სიყვარულის ხარისხთან: რაც უფრო პოზიტიური იყო მშობლების ურთიერთობა, მით უფრო გვიან ოჯახდებოდნენ მათი შვილები. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ კვლევის კონტექსტში, ეს ფაქტი დადებით მოვლენად განიხილებოდა – ნეპალში, გვიანი ქორწინება შესაფერისი პარტნიორი პოვნას უკავშირდება და ბავშვიც ოჯახის ნებისმიერ ფასად დატოვების ნაკლებ საჭიროებას ხედავს.
ამგვარად, ვარაუდის შესაბამისად, მშობლების ქორწინების ხარისხს მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდა შვილების, როგორც საგანმანათლებლო მიღწევებზე, ასევე პირად ურთიერთობებზე მომავალში. თუმცა კულტურული ფაქტორების გამო, ეს შედეგები დანარჩენ სამყარაზე ვერ გენერალიზდება ასევე გასათვალისწინებელია ის ნიუანსებიც, რომლებიც შეფასებისას შესაძლოა გამორჩენილიყო, მაგალითად ძალადობასთან დაკავშირებით განხილული იყო მხოლოდ უკიდურესი სიტუაცები, ნაკლებად უკიდურესი კონფლიქტები კი, რომელთაც შეეძლოთ ბავშვებზე გავლენის მოხდენა, ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი.
შეზღუდვების მიუხედავად, შედეგები საინტერესო შეკითხვას ბადებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი გავლენა აქვს ბავშვზე, მშობლებს შორის ურთიერთობას. ლოგიკურია, რომ მშობლები დიდ დროს ხარჯავენ შვილებთან ინტერქაციაზე ფოკუსირებაზე, თუმცა ის თუ რას გრძნობენ პარტნიორის მიმართ, შესაძლოა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყოს.

მასალა მოამზადა: დავით გურასპაშვილმა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები