მშობლები ატირებული შვილის სწრაფად დამშვიდებას ცდილობენ, რადგან ფიქრობენ, რომ ტირილი ბავშვს აზიანებს, რაც არასწორი მიდგომაა.

სინამდვილეში კი ტირილი ბავშვს სიმძიმისა და ცუდი განცდებისგან ათავისუფლებს!

ასაკის მატებასთან ერთად ბავშვები სხვადასხვა მიზეზის გამო ტირიან. ისინი ნეგატიური განცდებისა და ემოციებისგან გათავისუფლებას ცრემლების დახმარებით ცდილობენ.
სტრესის დროს ჩვენი ორგანიზმი კორტიზოლს გამოიმუშავებს. კორტიზოლი ბავშვის ტვინის იმ უბნებს ბლოკავს, რომლებიც პრობლემის მოგვარებაზეა პასუხისმგებელი. როდესაც ბავშვი ტირის, ორგანიზმში კორტიზოლის დონე ქვეითდება, რაც მას პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარება.

ტირილი ბავშვს ადაპტაციაში ეხმარება

ბავშვებს ძალიან ბევრი წესი არ მოსწონთ. ზოგჯერ ბავშვები ისტერიკას აწყობენ იმის გამო, რომ მშობლები ძაღლის საჭმლეს გასინჯვის უფლებას არ აძლევენ, მეგობრისთვის ხელის დარტყმის გამო უბრაზდებიან ან ხეზე დასაძინებლად ასვლის ნებას არ რთავენ.
ტირილი სოციალური და ემოციური უნარების განვითარებას უწყობს ხელს ბავშვებმა საკუთარი განცდების გაცნობიერება და გამოხატვა უნდა ისწავლონ. რა თქმა უნდა, ემოციების გამოხატვა გარკვეულ ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს. ბავშვმა ზიანი არ უნდა მიაყენოს საკუთარ თავს და გარშემომყოფებს. როდესაც ბავშვს ემოციების ღიად და
უსაფრთხოდ გამოხატვის შესაძლებლობას მივცემთ, მისი სოციალური და ემოციური
უნარები სწრაფად განვითარდება.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ტირილი ტკივილის შეგრძნებას ამცირებს

კვლევებით დასტურდება, რომ ტირილის დროს ორგანიზმში ოქსიტოცინი და ენდორფინი
გამომუშავდება, რის გამოც ბავშვს ფიზიკური და ემოციური ტკივილის შეგრძნება
უმცირდება.

ტკივილი ბავშვის ქცევას აუმჯობესებს

​ბავშვის ტირილის დროს თუ ისტრესებით, ამით მის მდგომარეობას აუარესებთ. კვლევებით დგინდება, რომ ბავშვები, რომელთა მშობლები ტირილზე მეტისმეტად ემოციურად რეაგირებდნენ, საკუთარი ქცევის კონტროლს ნაკლებად ახერხებდნენ. ისინი აგრესიული ქცევით გამოირჩეოდნენ. არ აქვს მნიშვნელობა, რატომ ტირის ბავშვი.

მომზადებულია ​  brightside.me -ს  მიხედვით

მოამზადა: ნათია ხარბედიამ