მშობლები არ არიან უძლურნი, როდესაც საქმე მოზარდებში ძილის ნაკლებობას ეხება

თინეიჯერებს უბრალოდ საკმარისად არ ძინავთ. მიმდინარე პანდემიის გავლენა, ძილის ნაკლებობაზე კი, ვრცელია და ხასიათდება შფოთვისა და დეპრესიის გაზრდილი ხარისხით მოზარდებში. ძილ-ნაკლული თინეიჯერები მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფს, რომელშიც გაზრდილია ავტო-საგზაო შემთხვევებში და სპორტთან დაკავშირებულ აქტივობებში, დაზიანებების მიღების ალბათობა.
ექსპერტები მრავალ მიზეზე მიუთითებენ, რომლებიც თინეიჯერებში ქრონიკულ ძილის დეფიციტს იწვევს: მომატებული საშიანო დავალებები, დიდი რაოდენობით კლას-გარეშე აქტივობები, კოფეინის მოხმარება და ელექტრო მოწყობილობების გამოყენება, რაც დაძინებას ხშირად პრობლემურს ხდის,
თუმცა როჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დროული და მარტივი გადაწყვეტა დადებით შედეგებს იძლევა: მშობლების მიერ მუდმივად დაცული ძილის დრო.
„მშობლების მიერ ძილის დროის გაზრდილი განმტკიცება, 14-დან 17 წლამდე მოზარდებში, დაკავშირებულია გაზრდილ ძილის ხანგრძლივობასთან,“ განაცხადა ფსიქოლოგიის პროფესორმა და კვლევის ხელმძღვანელმა ჯეკ პელცმა. აღნიშნული კვლევა გამოქვეყნდა აკადემიურ ჟურნალ Sleep-ში.
კვლევაში მონაწილებდნენ თინეიჯერები და მათი მშობლები. მკვლევარები მოზარდებს თხოვდნენ, რომ დღეში ორჯერ გაეკეთებინათ ჩანაწერები ძილის დღიურში და აღენიშნათ ძილის ხანგრძლივობა, ენერგიის დონე დღის განმავლობაში და დეპრესიული სიმპტომები. პარალელურად, მშობლებს მკვლევარებისგან იღებდნენ ინფორმაცას, თუ როგორ განემტკიცებინათ ძილთან დაკავშირებული წესები და დაძინების დრო.
მნიშვნელოვან აღმოჩენებს შორისაა:


მშობლების მიერ განმტკიცებული ძილის დრო – სკოლის გვიან დაწყებასთან ერთად – საუკეთესო პრედიქტორებს წარმოადგენენ, ძილის ხანგრძლივობისათვის, დღიური ენეერგიის დონისათვის და დეპრესიული სიმპტომებისათვის.


მშობლების 50 პრროცენტზე მეტმა აღნიშნა, რომ ისინი არ იყენებდნენ ძილს დროის განმტკიცებასთან დაკავშირებულ წესებს, რაც თანხვედრაშია წინა კვლევების შედეგებთან.


საღამოობით ელექტრო მოწყობილობების ეკრანებთან გატარებული დრო და კოფეინი, მკვლევართა ჰიპოთეზის საწინააღმდეგოდ, არ ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას თინეიჯერების ძილის ხანგრძლივობაზე, კვლევის განმავლობაში.


მკვლევარები აცნობიერებდნენ, რომ ძილის დროის განსაზღვრა თინეიჯერებთან, გარკვეულ პრობლემეთან იქნებოდა დაკავშირებული, თუმცა შედეგები ცხადჰყოფს, რომ ძილის წინ კონფლიქტის მიუხედავად, მშობლების მიერ დაძინების დროის განმტკიცებას დადებითი გავლენა ჰქონდა მათი შვილების მენტალურ ჯანმრთელობაზე. „საუკეთესო შემთხვევაში, მშობლებმა კოლაბორაციულად უნდა იმუშავონ საკუთარ თინეიჯერებთან ძილის რეჟიმის ჩამოყალიბებაზე და პარალელურად მხარი დაუჭირონ ბავშვის ავტონომიურობას,“ განაცხადა პელცმა.
კვლევის თანა-ავტორმა და ფსიქოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა, რონალდ როგმა აღნიშნა, „მიუხედავად იმისა, რომ მოზარდები იწყებენ თვითკმარობისა და დამოუკიდებლობის მოპოვებას, მათ მაინც ჭირდებათ ძილი, ამიტომ მათთვის პრიორიტეტს საკუთარ ელექტრო მოწყობილობებთან დარჩენა არ უნდა წარმოადგენდეს.“
არ არსებობს რაიმე „რკინის“ წესი, თუმცა არსებობს ძილის ჯანსაღი დიაპაზონი, განაცხადა კვლევის თანა-ავტორმა და პედიატრიის პროფესორმა ჰელდი კონოლიმ. თინეიჯერების უმეტესობას ესაჭიროება 8.5-დან 9.5 საათამდე ძილი ყოველ ღამე, აღნიშნული განცხადება ამერიკის პედიატრიის ასოციაციის რეკომენდაციებს ემთხვევა.
მკვლევარები, სამომავლო კვლევების შესაძლო აუცილებლობაზე მიუთითებენ, იმის დასადგენად თუ, რამდენად შეესაბამება მათ მიერ მიღებული მონაცამემები სრულ პოპულაციას. ისინი აღნიშნავენ რომ მონაწილეები იყვნენ უმეტესად თეთრკანიანები, განათლებულები და ეკონომიკურად ძლიერები, რაც შედეგების გენერალზებას შეუძლებელს ხდის.

მასალა მოამზადა : დავით გურასპაშვილმა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები