მშობიარობის შემდეგ ქალები უფრო ჭკვიანები ხდებიან

უცხოელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობის მეორე-მეოთხე კვირას და მშობიარობიდან სამი-ოთხი თვის შემდეგ, ქალბატონებს ტვინის ზოგიერთ ნაწილში ნაცრისფერი ნივთიერების ზრდა აღენიშნებათ.

ეს აღმოჩენა გარკვეულწილად სენსაციაა, რადგან ადრე მიაჩნდათ, რომ ადამიანის ტვინი ზრდას 15-16 წლის ასაკში წყვეტს. ამ ეფექტს მეცნიერები მიაწერენ “ჰორმონალურ შეტევას”, რომელსაც ქალის ორგანიზმი ორსულობისა და მშობიარობის დროს განიცდის.

გაირკვა ისიც, რომ იზრდება ტვინის ის ზონა, რომელიც ემოციას, პასუხისმგებლობის გრძნობასა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარს აკონტროლებს.

ასე რომ, სპეციალისტთა დასკვნით, ქალბატონები შვილის გაჩენის შემდეგ იმის გამოც ჭკვიანდებიან, რომ “ტვინი ეზრდებათ”.

წყარო : janmrtelobainfo.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები