ალბათ ბევრჯერ გვიფიქრია, რატომაა უფრო რთული ღამით საჭმელზე უარის თქმა. კვებითი ჩვევების სპეციალისტი, ქეთი მესხიშვილი, გვირჩევს, რომ პირველ რიგში, აუცილებელი ჭამის მიზეზის პოვნაა.

"დიალოგის" ფსიქოლოგი

რატომ ვჭამთ ღამე?

  1. თუკი მთელი დღის მანძილზე არ გიჭამიათ, ღამე აუცილებლად გექნებათ ფიზიოლოგიურად საკვების მიღების მოთხოვნილება.
  2. თუკი დღის განმავლობაში ბევრი გაუცნობიერებელი ემოცია დაგიგროვდათ, ღამე ტვინი აუცილებლად საკვების მეტ რაოდენობას მოითხოვს – ეს ემოციური შიმშილია.

ადამიანებს სჭირდებათ განცდა, რომ სახლში არიან, უნდათ დაისვენონ და, როგორც წესი, კვების რიტუალი ამის მნიშვნელოვანი ნაწილია. დღის განმავლობაში ყველა ადამიანი იკავებს ემოციებს, საღამოს მოსადუნებლად ან სიამოვნების მისაღებად კი, გემრილი ჭამა უნდებათ ხოლმე.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ალბათ გეცნობათ მდგომარეობა, როდესაც უკვე მიირთვით, დანაყრდით, მაგრამ კიდევ რაიმე გემრიელობა გსურთ – ეს მიანიშნებს, რომ პიროვნება გრძნობს გარკვეულ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს და როდესაც არსებობს საკვებზე დამოკიდებულება, გემრილი საჭმლის მიღება ქმნის ილუზიას, თითქოს რაღაცას იკმაყოფილებს ადამიანი.

პრობლემაა ჭამის შემდეგ აზრები – „რად მინდოდა, რომ შევჭამე“, „ხომ ვიცოდი, რომ ზედმეტია“, „რადგან დღეს შევჭამე, მოდი, კიდევ შევჭამ და ხვალიდან გამოვასწორებ ან ორშაბათიდან“ და ა.შ. – ამ დროს ადამიანი ერთგავრად წრეზე დადის.

მას შემდეგ, რაც გაიაზრებთ, რა არის თქვენთვის ღამე ჭამის მიზეზი, პრობლემა მარტივად მოსაგვარებელი ხდება.

როგორ? წაიკითხეთ სრულად საიტზე meals.ge