მრავალშვილიანი ანჯელინა ჯოლი აბრეშუმის ლურჯ კაბაში – სასეირნოდ ისე, თითქოს ოსკარზე

ჰოლივუდის მეგავარსკვლავმა რატომღაც უღალატა ტრადიციულ და ბოლო დროს მისთვის ჩვეულ განიერ შავ და თეთრ კაბებს – ის პაპარაცებმა ულამაზეს ლურჯ აბრეშუმის კაბაში ბევერლი ჰილსზე დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, ენჯის არა მხოლოდ ჩაცმულობა, არამედ ბედნიერი გარეგნობა, რომელსაც ნიღაბიც კი ვერ ფარავს – შესაძლოა, ეს ამაღლებული განწყობა ყოფილ ქმართან, ბრედ პიტთან საკმაოდ ხმაურიანი განქორწინების პროცესის დასრულებას და სტრესის ნაკლებობას უკავშირდება.

ცოტა ხნის წინ, ოსკაროსანი მსახიობი ენჯის სახლთან შენიშნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას როგორც იქნა, დართეს ნება ინახულოს თავისი 6 შვილი. ნუთუ, ჯოლიმ გაიღო მოწყალება და გადაურა სიბრაზემ? ან იქნებ ყოფილი შეყვარებულები ისევ დაუბრუნდნენ ერთმანეთს?

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები