მოზარდთა და ბავშვთა აგრესიის მიზეზები

აგრესია ადამიანის ბუნებრივი საპასუხო მდგომარეობაა გარემოს, ან გარშემო მყოფი ადამიანების წინააღმდეგ, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობას. აგრესიის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, დღემდე გაურკვეველია, თუ როგორ უნდა გადავჭრათ აგრესიასთან დაკავშირებული პრობლემები. ექსპერტების თქმით ნებისმიერ ასაკში შეიძლება შევხდეთ ფსიქიკურ აშლილობას, რამაც აგრესია გამოიწვია, მაგალითად ადრეულ ასაკში ბავშვები აგრესიას გამოხატავენ ყვირილითა და უხეში ქმედებებით, თითქოს ეს მათი პროტესტია გარემოსთან მიმართებაში.

აგრესიის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს:

1. ადამიანის ხასიათის შეუსაბამობა გარემო პირობებთან

2. მშობლების გავლენა მოზარდებზე, მათ გარკვეულ ასაკში უჩნდებათ პროტესტი, რომ არიან ჩამოყალიბებული ადამიანები და უჭირთ უფროსების რჩევების მოსმენა და გათვალისწინება.

3. უფროსების ზეგავლენა, როდესაც ბავშვი იზრდება ისეთ პირობებში, სადაც ძალადობა და აგრესია ყოველდღიურია, მოზარდი იღებს მაგალითს და ანალოგიურად გამოხატავს რეაქციებს.

საჭიროა სათანადო ზომების მიღება, რომ ვებრძოლოთ მოცემულ პრობლემას, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ მოზარდების ცხოვრება გავხადოთ უფრო მხიარული და სასიამოვნო.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები