„მომბეზრდა ოჯახი სადაც ყველას ყველა ატყუებს…“ – ჟურნალისტმა თვითმკვლელობამდე მისული ახალგაზრდას სიცოცოხლე გადაარჩინა!

“რამდენიმე წუთის წინ აქ, ვირტუალური მეგობრების პოსტებს “ვსქროლავდი”, ერთი ბიჭის პოსტს ასე წავაწყდი – გასამშვიდობებელ წერილს წერდა, მერე მის კედელზრ გადავედი და მეორე პოსტიც ვნახე – თვითმკვლელობის მიზნით, უამრავი წამალი დაელია…
ის ჩემი ან სხვა ნაცნობის ზარის ნაცვლად, სიკვდილს ელოდა…
მაგრამ დავრეკე, რამდენიმე უპასუხო ზარს, ბუნდოვანი, ძნელად გასარჩევი პასუხი მოჰყვა – არ მინდა გადარჩენაო. მივხვდი, რომ წამლებს უკვე ემოქმედა… მისამართს ცოცხალი თავით არ მეუბნებოდა.
ასეთი შეშინებული მაშინაც კი არ ვყოფილვარ, როცა რამდენიმე დღის წინ, ცუდად გავხდი – გულის პრობლემით აქციის გაშუქების დროს, ვიგრძენი, რომ გონებას ვკარგავდი, ასე აღმოვჩნდი საავადმყოფოში…
მაშინ, მეგონა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მართვა ჩემს ხელში იყო, მაგრამ ახლა, ამ ბიჭის ისტორიამ შემძრა…
უმოქმედოდ ვერ დაველოდებოდი, როდის გავრცელდებოდა ინფორმაცია კიდევ ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდის შესახებ…
შსს-ში პიარს დავურეკე. თავად უიმედომ მისი განზრახვის შესახებ ვუთხარი და დარცხვენილმა ბოლოს გავუმხილე, რომ მისამართის გარკვევა ვერ შევძელი…
დამაიმედა, ახლავე გადავცემ შესაბამის სამსახურს და ყველაფერს გავაკეთებთო.
ზუსტად ორ წუთში გახარებულმა დამირეკა, ვიცით ადგილი და პატრულთან ერთად სასწრაფოც მიდისო.
ხუთი წუთის შემდეგ, მითხრა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
სიტყვა “გადარჩენა” ის იყი, რაც ყველაზე მეტად გამახარებდა თუკი გავიგებდი, ხოდა გავიგე, ის გადარჩა!” – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი.
 თვითმკვლელობის მცდელობამდე ახალგაზრდა მამაკაცმა სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა:

“უკვე რაც თავი მახსოვს სულ ვცხოვრობ რაღაც დრამა სერიალში….მომბეზრდა ოჯახი სადაც ყველას ყველა ატყუებს, შემზიზღდა მამა, რომელთანაც სულ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ვარ…

მომბეზრდა ჯანმრთელობა, რომელიც აუტანელი ხდება დღითიდღე, ჯანმრთელობა რომელიც არ მაძლევს უფლებას ვიშოვო ნორმალური სამსახური, მომბეზრდა “მეგობრები ,,რომლებიც გიხსენებენ როცა რაღაც დღესასწაულია, მომბეზრდა მეგობრები რომლებიც გიყენებენ თავიანთი მიზნებისთვის, მომბეზრდა მეგობრები რომლებიც პირში გეფერებიან და ზურგს უკან გლანძღავენ

კარგად იყავით… მიყვარდით მთელი გულით, რასაც იტევდა, მაგრამ ამაოდ და ცალმხრივი არაფერი მინდა.” – წერდა თვითმკვლელობის მცდელობამდე. ამის შემდეგ, მალევე მეორე პოსტი და ფოტოები დადო:

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

“ძაან ბევრი დავლიე, იმედია იმოქმედებს. ნუ გული უკვე ამიჩქარდა…” – დაწერა, როცა ეგონა, რომ სიცოცხლეს ემშვიდობებოდა.

ეს პოსტები „პრაიმტაიმის” ჟურნალისტმა თორნიკე ყაჯრიშვილმა შემთხვევით ნახა.

ჯერ მის ტელეფონზე სცადა დაკავშირება, თუმცა მამამ უპასუხა, არ ვიცი ჩემი შვილი სად არისო… ამის შემდეგ, სოციალურ ქსელში, მესინჯერში დაურეკა.

რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მან უპასუხა, მაგრამ მისამართი არ უთხრა, არ მინდა გადარჩენაო, თქვა. მიზეზად მამასთან უთანხმოება დაასახელა…

 

ამის შემდეგ, ჟურნალისტი შსს-ს უკავშირდება და საქმის ვითარებას აცნობს, მაგრამ იმედი არ აქვს, რომ მიუსწრებენ, ვინაიდან მისი ადგილ-მდებარეობა უცნობი იყო…

„შსს-ში ჩვენს კოლეგას, პრესსამსახურის თანამშრომელს დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ სოციალურ ქსელში პოსტი ვნახე, ახალგაზრდა მამაკაცი გამოსამშვიდობებელ წერილს წერდა, მალევე მეორე პოსტი მოჰყვა – იმედია, წამლები იმოქმედებსო… მომენტალურად დავურეკე, მითხრა, შენ იცი რა მიზეზითაც ვემშვიდობები სიცოცხლეს, მამაჩემის მხრიდან ძალადობა არ სრულდება, მე კი ასეთი სიცოცხლე აღარ მინდაო. მისამართი არაფრით მითხრა.

შსს-ს წარმომადგენელმა დამამშვიდა – ოპერატიულად ვიმუშავებთო. მართალი გითხრათ, მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად ორ წუთში ადგილზე გაემართებოდნენ… ზუსტად ამდენ დროში, დამირეკეს და მითხრეს – საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გზაში არიანო… მაშინ, ცოტა მოვეშვი, მაგრამ შიშმა ამიტანა – ვაი თუ ვერ მიუსწრონ და ახალგაზრდას გულმა ფეთქვა შეწყვიტოს მეთქი…

ისევ ხუთ წუთში დამირკეს და მითხრეს, გადაუდებელი დახმარება გაეწია, ახლაც ექიმების დაკვირვების ქვეშ არისო… მოკლედ, ასეთი დიდი სტრესის შემდეგ, მთავარი სიტყვა გავიგე – გადარჩა, გადაარჩინეს… შსს მადლობას ჩვენ გვიხდიდა, ჩვენ კი მათ სწრაფი და პროფესიონალური მოქმედებისთვის.” – წერს ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი.

წყარო: https://primetime.ge/

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები