მოლოდინი, რომ 22 მაისს, საქალაქო ტრანსპორტის ამუშავებაც მოხდება, სავარაუდოდ არ გამართლდება

Uncategorized, მნიშვნელოვანი ინფორმაცია

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მხოლოდ შეზღუდვების მოხსნის ბოლო ეტაპზე მოხდება, რადგანაც კორონავირუსის გავრცელების კუთხით მეტრო, საქალაქო ავტობუსები და მიკროავტობუსები ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს – ამის შესახებ „რეზონანსს” კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს წევრმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

“შესაბამისად, მოლოდინი, რომ 22 მაისს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად თბილისში საქალაქო ტრანსპორტის ამუშავებაც მოხდება, სავარაუდოდ არ გამართლდება, ეს ბოლო ეტაპი იქნება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება ყველაზე სარისკოა”, – განაცხდა ხუნდაძემ.

ავიაბილეთები avia.ge

„ხვალ გვექნება სხდომა და ხვალ გადავწყვეტთ”, – განაცხადა ხუნდაძემ „რეზონანსთან” საუბრისას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *