მკითხველის რჩევა: როგორ მოვაშოროთ ჩაის ტილოებს ჩამჯდარი ლაქები

ეს რეცეპტი ბევრ დიასახლისს მოეწონება. განსაკუთრებით, ზაფხულში, დასასვენებლად, აგარაკზე ყოფნისას გამოგადგებათ. სცადეთ.
მსურს, გაგიზიაროთ ჩაის ტილოს ეფექტურად გათეთრების ჩემეული მეთოდი – შესაძლოა, ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის, ზოგისთვის კი აღმოჩენა გახდება. ამ მეთოდს უკვე 20 წელია ვიყენებ და მერწმუნეთ, მართლაც ძალიან ეფექტურია.

მაშ ასე:
ერთ ვედრო ადუღებულ წყალში ჩაუმატეთ:
2 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი;

2 სუფრის კოვზი მათეთრებელი ფხვნილი (ყველაზე უბრალო, რომელსაც ადრე თეთრეულის ხარშვისას ვიყენებდით);

1 არასავსე ჭიქა სარეცხის ფხვნილი.

ამ ცხელ ხსნარში მოათავსეთ მშრალი,
დასვრილი ჩაის ტილოები (ასევე, სამზარეულოს პირსახოცები) და გააჩერეთ წყლის ბოლომდე გაციებამდე. შემდეგ მხოლოდ კარგად გაავლეთ.

არ ვიცი, რა ქიმიური პროცესები მიმდინარეობს ამ მეთოდის დროს, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ცხიმისა თუ საკვების ლაქა (ჩამჯდარიც) ტილოებიდან ქრება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები