ახალშობილის თვალებს გარკვეული დრო სჭირდება სამყაროსთან შეგუებისთვის. თავიდან ის ვერ დაგინახავთ მკაფიოდ, თვალებსაც დააელამებს, მაგრამ ზრდასთან ერთად მისი მხედველობაც განვითარდება.

შეატყობინეთ თქვენი ბავშვის პედიატრს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე ნიშანი შეამჩნიეთ ჩვილს:

 

3 თვემდე:

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ბავშვის თვალები ნორმალურად არ მოძრაობს. მაგალითად, ერთი მოძრაობს და მეორე არა,  ან ერთი მოძრაობისას  განსხვავებულად გამოიყურება.

ბავშვი 1 თვეზე მეტისაა, მაგრამ შუქები, საწოლზე დასაკიდი ხმოვანი სათამაშო და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები მაინც არ იპყრობს მის ყურადღებას.

ბავშვი არ ახელს ცალ თვალს. ბავშვს თვალებში აქვს მუდმივი, უჩვეულო ლაქა, Flash-ით გადაღებულ ფოტოებზე. მაგალითად, flash|-ით გამოწვეული  წითელი თვალის ნაცვლად,  თეთრი ლაქა თუ შეამჩნიეთ.

ბავშვის თვალებში შენიშნეთ თეთრი, მონაცრისფრო-თეთრი ან ყვითელი მასალა.

ბავშვს ერთი ან ორივე თვალი გადმოკარკლული აქვს.

ბავშვს ერთი ან ორივე ქუთუთო ჩამოვარდნილი აქვს.

ბავშვი ხშირად აელმებს თვალებს.

ბავშვი ხშირად ისრესს თვალებს (არ იგულისხმება ის დრო, როცა ეძინება).

ბავშვის თვალები მგრძნობიარეა სინათლის მიმართ.

ბავშვის ერთი თვალი დიდია მეორეზე ან გუგები განსხვავდებიან.

3 თვის შემდეგ:

ბავშვი თავს ხრის წინ, როდესაც რაღაც ნივთს უყურებს.

გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ბავშვი ინდივიდუალურად ვითარდება და მხოლოდ ერთი ნიშანი არ ნიშნავს მხედველობის პრობლემას.

 

წყარო: babycenter.com

მოამზადა: ნათია ხარბედიამ