მიჯაჭვულობის ტიპი, შესაძლოა გავლენას ახდენდეს საკვების გაზიარებისადმი მზაობაზე

ჟურნალ Appetite-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, კანზასის უნივერსიტეტის მკვლევარებამა, შეისწავლეს კავშირი საკვების გაზიარებასა და მიჯაჭვულობის ტიპს შორის.
მათ აღმოაჩინეს, რომ „განრიდებითი მიჯაჭვულობის“ მქონე ადამიანები ხასიათდებოდნენ სირთულეებით, საკვების სხვებისთვის გაზიარებასთან დაკავშირებით.
მკვლევართა განცხადებით, მიღებული შედეგები დაგვეხმარება უკეთ გავაანალიზოთ გაზიარებისა და მომარაგების ქცევები, მიმდინარე კორონავირუსის პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით მაღალი განრიდებითი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანებთან.
კრიზისულ სიტუაციებში, ადამიანების უბრალოდ საკმარისი საკვებით უზრუნველყოფის გარდა, საკვებისა და სხვა რესურსების, როგორც გაზიარებას ასევე მიღებას, შესაძლებელია ჰქონდეს გარკვეული ფსიქოლოგიური ბენეფიტები,
„ამ სიტუაციაში, საკვების უქონლობა და დაუცველობის შეგრძნება აუცილებლად გაზრდის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო საკვები რესურსების ფლობა და ადამიანების ყურადღება, არამარტო შიმშილს აარიდებს ადამიანებს, ასევე დადებითად იმოქმდებს მათ მენტალური ჯანმრთელობასა და შფოთვაზე,“ განაცხადა კვლევის თანაავტორმა და კანზასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა, ომრი გილათმა.
„მიჯაჭვლობის თეორია განმარტავს, თუ როგორ დამოკიდებულაბაში არიან ადამინაები ერთმანეთთან და როგორ არეგულირებენ ისინი საკუთარ ემოციებს,“ განაცხადა გილათმა.
„მიჯაჭვულობის ტიპი ადამიანებში, მთავარ მზრუნველთან ადრეული ინტერაქციის საფუძველზე ყალიბდება. მიჯაჭვულობის სამი მთავა ტიპია: უსაფრთხო, ამბივალენტური და განრიდებითი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მშობლები მხარდამჭერი და სენსიტიურები იყვნენ, ასევე პოულობდნენ სწორ ბალანსს დახმარებასა და ავტონომიის მინიჭებას შორის, მაღალია ალბათობა იმისა, რომ თქვენ უსაფრთხო მიჯაჭვულობა ჩამოგიყალიბდებათ.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მშობლები იყვნენ არასენსიტიურები და არათანმიმდევრულები დახმარების კუთხით, მეტად სავარაუდოა, რომ თქვენ ჩამოგიყალიბდეთ ამბივალენტური მიჯაჭვულობა. ხოლო, თუკი თქვენი მშობლები ცივები და უარმყოფელები იყვნენ, დიდია ალბათობა იმისა, რომ ამბივალენტური მიჯაჭვულობის ტიპი ჩამოგიყალიბდეთ. ამგვარი განსხვავებები, რომლებიც საკმაოდ ადრეულ ასაკში ყალიბდება, მრავალი ქცევისა და შედეგის პრედიქტორს წარმოადგენს.“
მიჯაჭვულობის ტიპის გავლენის დასადგენად, საკვების გაზიარების ქცევაზე, კანზასის უნივერსიტეტის მკვლევარებმა რამდენიმე კვლევა ჩაატარეს.
ერთ-ერთ ექსპერიმენტში, მონაწილეებმა უპასუხეს რამდენიმე შეკითხვას, რომელთა უმეტესობა ეხებოდა იმას, თუ როგორ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან საკვების პრეფერენციები და რომანტიკული ქცევა, სხვადასხვა მიჯაჭვულობის ტიპის მქონე ადამიანებთან. სხვა ექსპერიმენტში, მონაწილეები ხვდებოდნენ გარვეულ სიტუაციაში, სადაც მათ უწევდათ სხვა ადამიანთან ინტერაქცია, ერთ-ერთი მათგანი კი ტკბილეულობის შეკვრას ფლობდა.
პირველმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ადამიანები მაღალი განრიდებითი მიჯაჭვულობით, ნაკლებად უზიარებდნენ საკვებს და ნაკლებად ეპატიჟებოდნენ პაემანზე პოტენციურ პარტნიორს, ვისაც განსხვავებული საკვების პრეფერენეციები გააჩნდა.
მეორე ექსპერიმენტში, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ გაძლიერებული უსაფრთხო მიჯაჭვულობის მქონე ადამიანებს, ჰქონდათ გაზრდილი ტენდენცია თანამონაწილისათვის საკვების შეთავაზების. ფინალურმა ექსპერიმენტმა კი აჩვენა, რომ თანამონაწილისაგან საკვების მიღებაზე თანხმობის ტენდენცია, დადებით კავშირში იყო ამბივალენტურ მიჯაჭვულობასთან, უსაფრთხო მიჯაჭვულობა კი ამ ტენდენციაზე გავლენას არ ახდენდა.
გილათმა აღნიშნა, რომ მიჯაჭვულობასა და საკვებს შორის კავშირის უკეთ გაანალიზება, შესაძლოა დაგვეხმაროს ხალხის ინფორმირებისათვის, რომ გაზარდონ დახმარების მცდელობები კორონავირუსის პანდემიის პირობებში.
„მიღებული შედეგებია ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ტენდენციის უკეთ განსაზღვრისათვის, როდესაც საქმე პროსოციალურ ქცევას შეეხება,“ განაცხადა მან.
„ამჟამად, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისას, უნდობლობა მთავარი დაბრკოლებაა. ზოგიერთ ადამიანს არ აქვს საკვები, არ აქვს სამსახური, მათ არ აქვთ საკუთარი თავის გამხნევები საშუალება.“
„სწორედ ასეთ დროს უნდა გამოვნახოთ გაერთიანების გზები, რათა შემცირდეს შფოთვა და დავეხმაროთ ერთმანეთს. ვაგრძნობინოთ ადამიანებს თავი დაცულად.“

მასალა მოამზადა : დავით გურასპაშვილმა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები