მეცნიერებმა დედის რძეში აღმოაჩინეს კომპონენტი, რომელიც ბავშვის კოგნიტურ განვითარებას აუმჯობესებს

დედის რძე ბავშვის განვითარებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ის  შეიცავს ნახშირწყალ – ოლიგოსახარიდი 2’FL – რომელიც  ნეიროგანვითარებაზე დადებით ზეგავლენას ახდენს. კვლევების თანახმად,  დედის რძეში აღმოჩენილი 2’FL აძლიერებს კოგნიტურ განვითარებას.

კვლევა ლოს-ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფოს მკვლევარებმა კალიფორნიის შტატში მდებარე სან-დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად ჩაატარეს. მათ დედის რძის შემადგენლობა და 1-დან 6 თვემდე ასაკის ჩვილების კვების სიხშირე შეისწავლეს. კოგნიტური განვითარება 24 თვის ასაკის ბავშვებში Bayley-III შკალის საშუალებით გაზომეს, რომელიც ჩვილთა განვითარების სტანდარტული ტესტია. კვლევამ აჩვენა, რომ დედის რძეში არსებული ოლიგოსახარიდი 2’FL-ის მიღება სიცოცხლის პირველ თვეში დაკავშირებული იყო მნიშვნელოვნად მაღალ კოგნიტურ განვითარებასთან 2 წლის ასაკის ბავშვებში, თუმცა 2’FL-ის დონე 6 თვის ჩვილის ძუძუთი კვების დროს კოგნიტურ შედეგებზე არ აისახა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, მისი მიღება სიცოცხლის პირველ დღეებში უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყოს. ამიტომ მეცნიერები ამ კუთხით კვლევის გაგრძელებას აპირებენ.

კვლევის ავტორები ასევე ვარაუდობენ, რომ ძუძუთი კვებით გამოწვეული დადებითი შედეგები არა მხოლოდ 2 წლის ბავშვებში აისახება, არამედ მოგვიანებითაც – სკოლის პერიოდსა და შემდგომ ეტაპზე.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები