მეცნიერების მტკიცებით, ბავშვებს შეუზღუდავი მახსოვრობის უნარი აქვთ

მოზრდილ ადამიანებს ასაკის მატებასთან ერთად მეხსიერება უქვეითდებათ: დღევანდელი მოვლენები ერთ კვირაში ჩვენ ბუნდოვნად გვემახსოვრება, ხოლო ერთი წლის შემდეგ საერთოდ დავივიწყებთ. პატარა ბავშვებში ყველაფერი პირიქით ხდება – ის, რაც მოხდა დღეს, ყველაზე კარგად მათ რამდენიმე დღის შემდეგ ახსოვთ.

ვლადიმერ სლუცკიმ და მისმა კოლეგებმა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შესთავაზეს 4 და 5 წლის ბავშვებს გარკვეული  ტიპის თამაში, სადაც საჭირო იყო მათ სცოდნოდათ,  თუ როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტი. მაგალითად, ბავშვს აჩვენებდნენ სურათებს სხვადასხვა ნივთით და ეკითხებოდნენ, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ნივთი. ბავშვებმა მალევე გაიგეს თუ რას მოითხოვდნენ მათგან: თუკი დასაწყისში სწორი პასუხები შეადგენდა 60 %-ს, ბოლოში  რაოდენობამ  90%-ს მიაღწია. პირველი ცდის შემდეგ თამაში სწრაფადვე გაიმეორეს, ამ შემთხვევაში  – იგივე ნივთები სხვა კომბინაციით იყო განლაგებული. თამაშის შედეგი იგივე იყო რაც პირველ ჯერზე.

ახალმა ასოციაციებმა ჩაანაცვლა ძველი: თუ ბავშვები იმავე დღეს მესამედ ითამაშებდნენ თამაშს იმავე კომბინაციებით, რომლებიც იყო პირველ ჯერზე, მაშინაც შედეგი იქნებოდა იგივე. ცნობილია, რომ ბავშვები სწრაფად იგებენ რთულ ასოციაციებს. ასე რომ, ამ ექსპერიმენტის ავტორებმა  განიხილეს, რომ გარკვეული დროის შემდეგ , ბავშვებს შეეძლოთ იგივე თამაშში მეტი ქულების აღება. მართლაც ასე აღმოჩნდა: თუ მესამე და მეორე რაუნდებს შორის სხვაობა ორი დღე იყო , ბავშვებს ჰქონდათ 85 % სწორი პასუხები და იგივე შედეგით ასრულებდნენ.

ფსიქოლოგები  აკვირდებოდნენ პროცესებს: ერთი ინფორმაციის მეორეთი ჩანაცვლებას და ინფორმაციის მკვდრეთით აღდგომას. ასე რომ, თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ბავშვმა არ მოისმინა რაღაც ღირებული რჩევა, რაც თქვენ მას მიეცით – ეს ასე არაა, რამდენიმე დღის შემდეგ აღმოჩნდება, რომ მათ არაფერი არ დავიწყებიათ. ცხადია, კარგია თუ ასეთი მეხსიერება ექნებათ პედაგოგებს, მშობლებს და არ დასჯიან  ბავშვებს უყურადღებობის გამო.

შემდეგმა გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ გადადებული მეხსიერება  ნეირობიოლოგიურ დონეზე რეალიზდება, თუმცა აქ შეუძლებელია არ გავიხსენოთ ცნობილი თეორია, რომლის თანახმადაც სიზმარი ეხმარება ტვინს გარდაქმნას მოკლევადიანი მეხსიერება გრძელვადიანად. შესაძლებელია, რომ ორდღიანი შესვენება აძლევს ბავშვის ფსიქიკას ზუსტად იმ რაოდენობის ძილს, რომელიც საკმარისია  ახალი ინფორმაციის, ახალი ასოციაციების ტვინში შენარჩუნებისათვის.

წყარო: I scince

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები