მეცნიერები: ორსულობისას სიგარეტის მოწევა ბავშვებში სიელმის რისკს ზრდის

მწეველ ორსულებზე მასშტაბურმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მავნე ჩვევა ბავშვებში სიელმის განვითარების რისკს დაახლოებით 1,5-ჯერ ზრდის. ექიმების დასკვნის შესახებ Acta Ophthalmologica წერს. 

„ორსულობისას მოწევა დღეს ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში. მოწევა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ბავშვების თვალებზე”, – აცხადებს ჩინეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერი ცზიუსან ლიუ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ორსულობისას მოწევის გამო ჯანრთელობის პრობლემა ექმნება როგორც დედას, ასევე ნაყოფს.

წყარო : imedinews.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები