ბევრი მშობლის პრობლემა – უჭმელი ბავშვი.

როგორ მოვახერხოთ, რომ ბავშვმა მიიღოს ორგანიზმისთვის საჭირო ელემენტები ისე, რომ არ დაგვჭირდეს მისთვის დაძალება!

მოდი, სცადეთ გემრიელი და ლამაზი საზაფხულო კოქტეილი მაწვნით.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ჟოლოს მაგივრად შეგიძლიათ სხვა კენკრაც გამოიყენოთ.

მაწვნისა და კენკრის ტანდემი არა მხოლოდ ძალიან გემრიელია, არამედ საოცრად სასარგებლო.

მაშ ასე, 1 ულუფისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

 

  • მაწონი – 60 მლ
  • რძე – 60 მლ
  • ჟოლო – 60 გ
  • დარიჩინიანი სიროფი – 30 მლ
  • ყინულის კუბიკები – 4-5 ცალი

მომზადება:

დააბლენდერეთ მაწონი, რძე და ჟოლო. თქვიფეთ დაახლოებით 0,5 წუთის განმავლობაში. ცალკე მოადუღეთ დარიჩინის სიროფი: 1 ს/კ შაქარს დაასხით 2 ს/კ წყალი და დაუმატეთ დარიჩინის სიროფი, ყინულის კუბები და კვლავ ათქვიფეთ 1,5 წუთის განმავლობაში.

მორთეთ კოქტეილი პიტნის ფოთლებით და ჟოლოთი.