მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

ტაძარში აღმოსავლეთის სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის 10-15 წარმომადგენელი იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, წინა წლებთან განსხვავებით, წელს  წმინდა ცეცხლის რიტუალის შესრულებას ათასობით მორწმუნე ვეღარ დაესწრო.

აღსანიშნავია,რომ სპეციალურად დანიშნული ავიარეისი თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ საქართველოშიც. ტრადიციულად, თბილისის აეროპორტიდან მას სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ.

მოციქულთა და წმინდა მამათა ცნობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები