რა არის საჭირო იმისათვის რომ ბედნიერები ვიყოთ ? ოჯახი? კარიერა? თუ უბრალოდ შენ თავთან ჰარმონიაში ყოფნა? იმ ქალების პასუხი კი, რომელთაც შესახებ მინდა გიამბოთ, იქნებოდა დედობა … ეს პასუხი უფრო მეტია ვიდრე სტერეოტიპები. ეს სამი ძლიერი ქალის ისტორიაა, რომელთაც გადაწყვიტეს რომ არ დალოდებოდნენ ოჯახის შექმნას და ისე გაეჩინათ შვილი. ეს მათი ცხოვრებისეული არჩევანია. მართალია საზოგადოებისთვის ისინი მარტოხელა დედები არიან, თუმცა ისინი სულაც არ გრძნობენ თავს მარტო, რადგან მათ შვილები ყავთ.

41 წლის სარა მაკკნეიტი ნიუ ჯერსიდან

სარა ადრე ოცნებობდა, რომ გამოჩნდებოდა მისი ადამიანი, შეუყვარდებოდათ ერთმანეთი, იქორწინებდნენ და ეყოლებოდათ ბავშვები, თუმცა ეს ოცნება ნელ-ნელა იცვლებოდა… მან გადაწყვიტა აღარ დალოდებოდა საჭირო ადამიანის გამოჩნას და ინ-ვიტრო განაყოფიერება გაიკეთა.

”თქვენ არ გჭირდებათ პარტნიორი იმისათვის რომ შვილი გვყავდეთ. ამის გაკეთება ჩვენ თვითონ შეგვიძლია. ვერ დაველოდებით მამაკაცის გამოჩენას და ჩვენი ოცნების ასრულებას. შენ უნდა აისრულო შენი საკუთარი ოცნება-სწორედ ეს ვუთხარი ჩემ თავს’’-ამბობს სარა. როგორც მაკკეინი ამბობს ის აუცილებლად მოუყვება თავის შვილს თუ როგორ გაჩნდა.,,ამ ყველაფერს ის გაიგებს’’ – ამბობს ის.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

სრულად წაიკითხეთ საიტზე: https://beautynews.ge/