გურიაში, სოფელ ჩიბათში, სადაც ლადო აფხაზავა ცხოვრობს, ისედაც დაბალი ხარისხის ინტერნეტსივრცეში, მოსწავლეებს 19 ლარის გადახდაც გაუჭირდათ და მალე ისინი ინტერნეტის გარეშე დარჩნენ. ლადო აფხაზავა კი – მოსწავლეების გარეშე!

“პირველ ონლაინ-მეცადინეობაზე სულ ორი მოსწავლე შემოვიდა” – ამბობს ლადო. ამიტომაც მეცადინეობები ერთი კვირით შეწყვიტა და მოსწავლეებისთვის ინტერნეტის საფასურის საკუთარი რესურსით მოძიება დაიწყო.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, 2019 წელს Global Teacher Prize-ის  ფინალისტი ლადო აფხაზავაი ლადო ქოთნის ყვავილებს ყიდის, რათა მოსწავლეებისთვის ინტერნეტის თანხა შეაგროვოს.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

„არ ვიცი, საიდან მომივიდა ეს იდეა, მაგრამ 72 სტუდენტს უკვე ჩავურთე ამის წყალობით ინტერნეტი. რა თქმა უნდა, 19 ლარი ქოთნის ნამდვილი ფასი არაა, მაგრამ, როცა ადამიანმა იცის, რომ ბავშვების განათლებას უნდა მოხმარდეს ეს თანხა, ყიდულობს“.

ლადო აფხაზავას ქოთნის იები

კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში ლადომ მოგროვებული თანხით ოთხი თვის განმავლობაში 482 სტუდენტი უზრუნველყო ინტერნეტთან წვდომით. ის ამაყობს იმით, რომ მოსწავლეებს ერთი გაკვეთილიც არ გაუცდენიათ.

 

მასალის წყარო: https://oc-media.org/