კვლევით დადგინდა, რომ მოლაპარაკე მშობლებს, უკეთესი კოგნიტური უნარების მქონე, შვილები ჰყავთ

მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ მოლაპარაკე მშობლების შვილებს განსაკუთრებული სამეტყველო და კოგნიტური უნარები გააჩნიათ, დიდი და ზოგჯერ საკამათო ისტორია აქვს. 1990-იან წლებში ჩატაებული, გავლენიანმა კვლევამ აჩვენა, რომ დაბალი სოციოეკონომიკური ფონის მქონე, ამერიკელ ბავშვებს ნაკლებად განვითარებული სამეტყველო უნარები აქვთ, რადგან მათ შედარებით ნაკლები სიტყვა ესმით მშობლებისაგან. თუმცა მეცნიერები აღნიშნული კვლევის რამდენიმე ნაკლზე მიუთითებენ, მათ შორის იმ პოტენციურ გავლენაზე, რაც მკვლევართა მიერ ხალხის სახლებში ვიზიტებს, შეიძლებოდა ჰქონოდა.
მოგვიანებით, სხვა მკვლევარებმა ამერიკული ოჯახებში მეტყველების გამოყენება ნაკლებად ინტრუსიული გზით იკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ მისი გავლენა იმაზე სუსტი იყო, ვიდრე თავდაპირველმა კვლევამ აჩვენა. 100 ლონდონური ოჯახის კვლევამ, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა Developmental Psychology-ში, აჩვენა რომ მშობლების მიერ გამოყენებული სიტყვების რაოდენობა დაკავშირებულია შვილების კოგნიტურ უნარებთან – თუმცა მიზეზი კვლავაც ბუნდოვანია.
კატრინა დ’ეპისმა, იორკის უნივერსიტეტიდან და მისმა კოლეგებმა, ორიდან ოთხ წლამდე, 107 ბავშვი აღჭურვეს პორტატული მოწყობილობით, რომელიც იწერდა მათი და მათი მშობლების საუბარს სამი დღის განმავლობაში. მოგვიანებით სპეციალური პროგრამა ავტომატურად ამუშავებდა ჩანაწერებს, რათა გამოეთვალათ, ზრდასრულთა მიერ გამოყენებული სიტყვების რაოდენობა. ბავშვები, ასევე ასულებდნენ კოგნიტურ ტესტებს, რომლებიც კოპირებისა და ხატვის დავალებებს მოიცავდნენ.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ზრდასრულები დღის განმავლობაში საშუალოდ 17,800 სიტყვასა ამბობდნენ, თუმცა რიცხვები საგრძნობლად განსხვავდებოდა სხვადასხვა ადამიანებთან, ერთი ოჯახის შიგნითაც კი. „მიღებული შედეგები ხაზს უსვამს, რომ ადრეული ასაკის გამოცდილება, განსაკთრებით მეტყველებასთან დაკავშირებული, დინამიკური პროცესია, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება და ვითარდება, განსხვავებით სტატიკური ბუნებრივი დეტერმინანტებისაგან,“ განაცხადეს მკვლევარებმა.
მიუხედავად ამისა, მკვლევართა გუნდმა აღმოაჩინა, რომ ერთიანობაში, ზრდასრულთა მიერ გამოყენებული სიტყვების რაოდენობა დაკავშიებული იყო ბავშვების კოგნიტურ უნარებთან: ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც შედარებით მეტ სიტყვებს იყენებდნენ, უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ კოგნიციის ტესტებში.
მკვლევართა გუნდი ასაევე იკვლევდა მშობლებისა და შვილების ლექსიკურ მრავალფეროვნებას, აღმოჩნდა, რომ მრავალფეროვანი ლექსიკის მქონე მშობლების შვილებს, შედარებით მდიდარი ლექსიკა ჰქონდათ.
კვლევის კორელაციური დიზაინი ნიშნავს, რომ მიზეზისა და შედეგის ცალსახად გამოყოფა შეუძლებელია, ამიტომ არსებობს შედეგების რამდენიმე შესაძლო განმარტება. ეს შეიძლება იყოს მეტყველების ზემოქმედება ბავშვის ინეტელექტზე, ან შესააძლოა, ჭკვიანი ბავშვი თავად ახდენდეს მშობლის სტიმულირებას მეტყველებისათვის. ასაევე გასათვალისწინებელია გენეტიკური ფაქტორებიც.
მიღებული შედეგების სხვა ჯგუფებზე გენერალიზება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან კვლევაში მონაწილე მშობელთა 80 პროცენტს ჰქონდა უმაღლესი განათლება, თითქმის ყველა მათგანი იმყოფებოდა ქორწინებაში და ძირითადად ისინი მაღალი სოციოეკონომიკურ სტატუსს ატარებედნენ. მიუხედავად ამისა, დისკრეტული ჩამწერი მოწყობილობებისა და ავტომატური მეტყველების დამმუშავებელი პროგრამის გამოყენება, სამომავალოდ ფართო შესაძლებლობებს გადაუშლის ბევრ, მსგავს ბუნებრივ დაკვირვებას.

მასალა მოამზადა : დავით გურასპიშვილმა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები