კვლევის თანახმად, ფსიქოთერაპია ნაკლებად ეფექტურია დეპრესის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვი

ახალი კვლევის თანახმად ფსიქოთერაპია, შესაძლოა მეტად ეფექტური იყოს დეპრესიის მქონე ზრდასრულებისათვის, ვიდრე ბავშვებისა და მოზარდებისათვის.
18 თებერვალს, JAMA Psychiatry-ში გამოქვეყნებული კვლევის მიმოხილვაში ავტორთა საერთაშორისო გუნდმა შეისწავლა 366 კვლევის მონაცემები, რომელიც 36,000-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებდა. მკვლევარები ადარებდნენ იმ ადამიანების დეპრესიის სიმპტომებს, რომლებიც გადიოდნენ კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიას, მათ სიმპტომებს ვინც სხვა სახის მკურნალობას იღებდა.
საერთო ჯამში, ფოკუსირებამ ახალგაზრდა ზრდასრულებზე და უფროს ზრდასრულებზე (24 წელს გადაცილებული) გვიჩვენა, რომ თერაპიას მეტი სარგებელი მოჰქონდა ამ ასაკობრივ კატეგორიაში გაერთიანებული ადამიანებისათვის, ვიდრე ბავშვებსა და მოზარდებში, გვატყობინებენ მკვლევარები.
„ დეპრესიასთან მებრძოლი ადამიანებისათვის გასათვალისწინებელი შეტყობინებას წარმოადგენს ის, რომ ფსიქოთერაპიები არ მუშაობს ბავშვებთან და მოზარდებთან იმდენად კარგად, როგორც ზრდასრულებთან,“ განაცხადა დოქტორმა პიმ კუიპერსმა, რომელიც კლინიკური, ნეირო და განვითარების ფსიქოლოგიის პროფესორი გახლავთ ამსტერდამის თავისუფალ უნივერისიტეტში.
„თუმცა, ზოგადად, ფსიქოთერაპია კვლავაც ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტურია,“ დაამატა მან.
კვლევებიდან, კუიპერსმა და მისმა კოლეგემა გააანალიზეს, 13 წლამდე ბავშვებზე ფოკუსირებული 13 თერაპია, 13-დან 18 წლამდე მოზარდებზე ფოკუსირებული 24, 18-დან 24 წლამდ ახალგაზრდა ზრდასრულებზე ფოკუსირებული 19, 24-დან 55 წლამდე ზრდასრულებზე მიმართული 242, 55-დან 75 წლამდე ადამიანებზე 58 და 75 წლის და მეტი ხნის მოხუცებზე ფოკუსირებული 10.
თითოეულისთვის, მკვლევარებმა გამოთვალეს „ეფექტის ზომა“ საკონტროლო ჯგუფის საშუალო დეპრესის ქულისათვის, ფსიქოთერაპიის ჯგუფის საშუალო დეპრესიის ქულის გამოკლების, შემდეგ დაჯამებულ სტანდარტულ გადახრაზე გაყოფის და დაკორექტირებული მცირე მიკერძოებების საშუალებით. ყველა ასაკობრივი კატეგორიის საერთო ეფექტის ზომამ 0.75 შეადგინა, რაც მაღალ ეფექტის ზომად მიიჩნევა და დეპრესიისათვის თერაპიის ეფექტურობის ინდიკატორს წარმოადგენს.
თუმცა, კვლევებში, ეფექტის ზომა ბავშვებისათვის (0.35) და მოზარდებისათვის (0.55) საგრძნობლად დაბალი იყო, ვიდრე ახალგაზრდა ზრდასრულებთან (0.98), საშუალო ასაკის ზრდასრულებთან (0.77), უფროს ზრდასრულებთან (0.66) და მოხუცებთან (0.97).
ავტორთა აზრით ეს აღმოჩენები “სიფრთხილით უნდა იქნენ განხილულნი,“ რადგან დამუშავებულ კვლევათა უმრავლესობას არაოპტიმალური ხარისხი და ერთმანეთისგან განსხვავებული სტრუქურა ჰქონდა.
„ვიმედოვნებ, რომ ჩვენი აღმოჩენები გავლენას არ იქონიებენ პაციენტთა მხრიდან საკუთარი კონდიციების მენეჯმენტზე,“ განაცხადა კუიპერსმა. „მკურნალობის მეთოდები პაციენტებმა უნდა განიხილონ საკუთარ მკურნალთან. მათ, ერთად უნდა გადაწყვიტონ, თუ რომელი მკურნალობის მეთოდი იქნება ყველაზე ეფექტური.“

მასალა მოამზადა : დავით გურასპაშვილმა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები