კვლევის თანახმად, ბავშვის „გამოსატირებლად“ დატოვებას არ აქვს უაყოფითი გავლენა მის განვითარებაზე

ვორვიკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჩვილის „გამოსატირებლად“ დატოვება, დაბადებიდან 18 თვემდე, არ ახდენს უარყოფით გავლენას მისი ქცევის განვითარებასა და მიჯაჭვულობაზე. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ იმ ბავშვებს, რომელთაც ტირილისას ტოვებდნენ, ტირილის შედარებით ხანმოკლე პერიოდი ჰქონდათ, 18 თვის ასაკში.

ვორვიკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, 11 მარტს Journal of Child Psychology and Psychiatry-ში გამოქვეყნეს სტატია სახელწოდებით „მშობლების მიერ „გამოტირების“ გამოყენება ჩვილებში: არ მოქმედებს უარყოფითად მიჯაჭვულობასა და ქცევის განვითარებაზე, 18 თვის ასაკში.“

სტატიაში, ისინი ეხმაურებიან, ათწლეულების განმავლობაში განხილვის საგნად ქცეულ თემას, რომელიც ძირითადად განიხილებოდა მშობლების ვებსაიტებისა და მშობლების მიერ, გარკვეული მეცნიერული მტკიცებულებების გარეშე: ყოველ ჯერზე დაუყოვნებლივ უნდა მოახდინო რეაგირება თუ არა, როდესაც ბავშვი ტირის?

მკვლევარები, 18 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ 178 ჩვილსა და მათ დედებს, სადაც არაერთხელ შეაფასეს, მშობელი მაშინვე რეაგირებდა, როდესაც ბავშვი ტირილს იწყებდა, თუ გარკვეული შემთხვევბში აცდიდა ბავშვს გამოტირებას. აღმოჩნდა, რომ ეს მინიმალურ  ცვლილებას იწვევდა ბავშვის განვითარებაში, 18 თვის განმავლობაში.

შედეგად, მათ აღმოაჩიენს, რომ 3 თვის ასაკში ბავშვის „გამოსატირებლად“ დატოვება  გარკვეული სიხშირით, დაკავშირებული იყო ტირილის მცირე ხანგრძლივობასთან 18 თვის ასაკში.

მშობლების მიერ „გამოსატირებლად“ დატოვების გამოყენება, ფასდებოდა დედის მიერ მიწოდებული მოხსენებების საფუძველზე, ბავშვის დაბადებიდან მესამე, მეექვსე და მეთვრამეტე თვეს, ხოლო ტირილის ხანგრძლივობის შესახებ შეფასება, მესამე და მეთვრამეტე თვეს, კეთდებოდა. ტირილის ხანგრძლივობისა და სიხშირის შეფასება, ერთსა და იმავე ასაკაში, ტირილის პატერნის საკვლევი კითხვარის საშუალებით ხორციელდებოდა.

დედის მგრძნობელობა, ბავშვთან ინტერაქციისას, კამერაზე იწერებოდა და ფასდებოდა 3 და 18 თვის ასაკში.

მიჯაჭვულობის საკვლევად 18 თვის ასაკში, გამოიყენებოდა ოქროს სტანდარტის ექსპერიმენტული პროცედურა, უცხო სიტუაციის ტესტი, სადაც იზომებოდა რამდენად უსაფრთხო მიჯაჭვულობა ჰქონდა ჩვილს მზრუნველისადმი, დაშორებისა და გაერთიანების ეპიზოდებში.

ქცევის განვითარების შესაფასებლად გამოიყენებოდა დედა-შვილის თამაშზე დაკვირვების მეთოდი, რომელიც ფასდებოდა ფსიქოლოგის მიერ და კითხვარზე მშობლის მიერ გაცემული პასუხების საფუძველზე, 18 თვის ასაკში.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მშობლის მიერ დაუყოვნებლივ რეაგირება ან „გამოსატირებლად“ დატოვება გარკვეული სიხშირით, არ მოქმედებს განსხვავებულად ჩვილის ქცევაზე და არც მის ურთიერთობაზე დედასთან.

კვლევამ აჩვენა, რომ დედების ორი მესამედი მშობლობისას ინტუიაციას იყენებს და სწავლობს საკუთარი შვილისაგან, კერძოდ ისინი ახალდაბადებული ბავშვის ტირილზე დაუყოვნებლივ რეაგირებდნენ, მაგრამ ჩვილის ასაკის მატებასთან ერთად, ისინი მოცდას იწყებენ, რათა ნახონ დამშვიდდება თუ არა ბავშვი თავისით, ამგვარად ბავშვები სწავლობენ თვით-რეგულაციას.

„ჩვენ მეტიდ უნდა მივენდოთ მშობლებსა და შვილებს. მშობლების უმრავლესობა დროთა განმავლობაში ინტუიტურად ადაპტირდება და ერგება ბავშვის საჭიროებებს, ტირილის დროს, ჩარევამდე ცოტა ხნით მოცდა ბავშვს აძლეევს თვით-რეგულაციის სწავლის შესაძლებლობას. ბავშვების უმრავლესობა ვითარდება შეუფერხებლად, მიხედავად იმისა, მშობელი მის ტირილზე დაყოვნებლივ რეაგირებს თუ არა,“ განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დიტერ უოლკმა.

მასალა მოამზადა : დავით გურასპაშვილმა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები