კვლევის თანახმად, ბავშვები უპირატესობას ანიჭებენ ბავშვურ საუბარს

ბავშვებს, მთელს მსოფლიოში, უყვართ ბავშვური ლაპრაკი, აცხადებს სტენფორდის ფსიქოლოგი მაიკლ ფრენკი ერთ-ერთ უდიდეს კვლევაზე დაყრდნობით, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იმის დადგენა, თუ როგორ რეაგირებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ჩვილები, უფროსების საუბრის სხვადასხვა ფორმაზე.
კვლევა გამოქვეყნდა 16 მარტს, ჟურნალ Advances in Methods and Practices in Psychological Science -ში, რომელიშიც მონაწილეობდა 2,329 ბავშვი 16 ქვენიდან, საკუთარი კულტურული პრეფერენციებით ბავშვური ლაპარაკისადმი, სიმღერისადმი ან ხმამაღლა საუბრისადმი, როგორც ჩვეულებრივ ესაუბრებიან უფროსები პატარებს.
„საერთო ჯამში, ბავშვები ყველა კუთხიდან, უპირატესობას ანიჭებენ ბავშვურ ლაპარაკს,“ განაცხადა ფრენკმა, რომელიც ჰუმინატარული მეცნიერებების სკოლაში ადამიანის ბიოლოგიის პროფესორი გახლავთ.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ შედარებით უფროსი ბავშვები უპირატესობას უფრო მეტად ანიჭებდნენ ბავშვურ ლაპარაკს, ვიდრე ჩვილები, ხოლოს ნებისმიერი ასაკის ჩვილები უპირატესობას ანიჭებდნენ ბავშვურ ლაპარაკს იმ შემთხვევაში, თუ იგი მათ მშობლიუერ ენაზე იყო გაჟღერებული – სავარაუდოდ იმიტომ, რომ ისინი მას ცნობენ, განაცხადა ფრენკმა.
„ხშირად მშობლები არ არიან წახალისებულნი ბავშვური ლაპარაკის გამოყენებისას, მეგობრებისა და ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლებისგანც კი, მაგრამ შედეგები ცხადჰყოფს, რომ ესაა შესანიშნავი გზა თქვენს ბავშვთან დასაახლოვებლად, რადგან მათ მოსწონთ ეს – ამით მას ეუბნებით, რომ წარმოთქმული ფრაზა მისკენაა მიმართული,“ აღნიშნა ფრენკმა.


ბავშვური ლაპარაკის შესწავლა
ვინაიდან წინა კვლევიდან ცნობილი იყო, რომ ბავშვები უპირატესობას ბავშვურ ლაპარაკს ანიჭებენ, ფრენკს უნდოდა განესაზღვრა ეს შედეგები სხვადასხვა კონტინენტსა და კულტურაში განსხვავდებოდა თუ არა.
„მსოფლიოს გარშემო, სხვადასხვა კულტურაში ბავშვურ ლაპარაკს მეტად ან ნაკლებად იყენებენ,“ განაცხადა ფრენკმა. „იმ ბავშვებს, რომლებიც ნაკლებად ისმენენ ბავშვურ ლაპრაკს, ნაკლებად მოსწონთ ეს თუ საერთოდ არ მოსწონთ?“
ხშირად, მკვლელვარები უნივერსალურ დასკვნებს გვთავაზობენ ერთ უნივერიტეტში, რამდენიმე ათეულ ბავშვზე, ჩატარებული კვლევის შემდეგ. ფრენკს არ სურდა თავადაც ამ ხაფანგში აღმოჩენილიყო, ამიტომ გადაწყვიტა უფრო ფართო არეალი მოეცვა.
„ჩვენ გვინდოდა მოგვეცვა ლაბორატორიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა განგვესაზღვრა რამდენად ჰგავდა ან განსხვავდებოდა ბავშვების პრეფერენციები სხვადასხვა გარემოში,“ განაცხადა ფრენკმა.
“ManyBabies“-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც 2015 წელს დაარსებული საერთაშორის კვლევითი კოსნორციუმია და მისი თანადამფუძნებელი მაიკლ ფრენკი გახლავთ, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ავსტრალიასა და აზიაში შეიკრიბა 67 ლაბორატორიისაგან შემდგარი გუნდი (სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში კვლევები კვლავაც მიმდინარეობს). კვლევაში მონაწილე ჩვილთა საშუალო ასაკი დაახლოებით ცხრა თვეს შეადგენდა.
ყველა ლაბორატორია იყენებდა ერთსა და იმავე ექსპერიმენტულ პარამეტრებს, იკვლევდნენ ერთსა და იმავე ფენომენებს და იყენებდნენ იდენტურ სტიმულებს, სპეციფიურ აუდიო კლიპებს, სადაც სხვა დედები ესაუბრებოდნენ ჩვილებს ბავშვური ენით ან დედები ესაუბრებდნენ ჩვეულებრივი სასაუბრო ენით, ჩრდილო ამრიკული ინგლისურით.
საერთო ჯამში, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვები უპირატესობას ანიჭებდნენ საკუთარი დედის საუბარს, ასევე ძლიერ პრეფერენცირებული იყო ბავშვური ლაპარაკი, მაშინ როდესაც ფრაზა, ჩვილის მშობლიურ ენას ემთხვეოდა, განაცხადა ფრენკმა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბავშვის პრეფერენციები ნაწილობრივ მათი გამოცდილებიდან ყალიბდება ბავშურ ლაპარაკთან მიმართებით, თუმცა ნაწილობრივ იმითაა განპირობებული, რომ მეტად მელოდიური ფრაზა მათთვის უკეთ ჟღერს.“

გაერთიანება კვლევის პასუხად
მაშინ, როდესაც ყველა მკვლევარი იდენტური კითხვებსა და ჩანაწერებს იყენებდა, სხვადასხვა ლაბორატორიამ პროცედურები განსხვავებულად შეასრულა. ამან ფრენკსა და მის თანამშრომლებს მისცა შესაძლებლობა განესაზღვრათ, თუ რომელი მეთოდი წარმოადგენდა საუკეთესო საზომს.
მაგალითად, მათ აღმოაჩნეს, რომ ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც ისინი თავის შებრუნების პროცედურას უწოდებდნენ, სადაც ბავშვი ერთ მხარეს აბრუნებს თავს, რათა ბავშვურ ლაპარაკს მოუსმინოს, მეორე მხარეს კი იმისთვის რომ ჩვეულებრივ ზრდასრულის საუბარს, ყველაზე ეფექტური საზომი აღმოჩნდა.
„ამგვარს აღმოჩენებს მართლაც შეუძლია დაეხმაროს სხვა ლაბორატორიებს ექსპერიმენტული მეთოდის შერჩევაში, ეს კი იმის ილუსტრაციას წარმოადგენს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაერთიანება ისე, როგორც ჩვენ გავაკეთეთ ამ კვლევაში,“ განაცხადა ფრენკმა.

მასალა მოამზადა : დავით გურასპაშვილმა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები