კვლევა : ორსულობის დროს მოწევა ნაყოფის ღვიძლს აზიანებს

ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მეცნიერები აცხადებენ, რომ სიგარეტის კვამლში აღმოჩენილი ქიმიკატები ნაყოფის ღვიძლს აზიანებს.
დასკვნები კიდევ ერთი სამხილია, თუ რამდენად სახიფათო მოწევა ორსული ქალებისათვის.
მეცნიერებმა ახალი აღმოჩენა მას შემდეგ გააკეთეს, რაც იმ ღეროვან უჯრედებს დააკვირდნენ, რომლებსაც სხვა სახის უჯრედებად გარდაქმნის უნარი აქვთ.
სიგარეტში შემავალი ტოქსიკური ნაერთები ნაყოფის ღვიძლის ქსოვილს აზიანებს. აღსანიშნავია, რომ ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები ყველაზე მეტად გააკვირვა, იმ ფაქტმა, რომ ეს ტოქსინები ბიჭებსა და გოგონებზე განსხვავებულად მოქმედებს. თუმცა, სიგარეტის კვამლში შემავალი 7 000 ქიმიკატი ორივე სქესის ნაყოფს ხანგრძლივ ზიანს აყენებს.
მწეველი დედების ბიჭებს ღვიძლის ნაწიბურების განვითარების ნიშნები აღენიშნათ, რაც მოგვიანებით ციროზის მიმართ მიდრეკილებას იწვევს. ეს დაავდება კი ღვიძლის უკმარისობის მიზეზი ხდება და სათანადო მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, ფატალურია.
მწეველი დედების გოგონებში კი ღვიძლში მეტაბოლიზმის მარეგულირებელი უჯრედების დაზიანება გამოიწვია.
„ეს სამუშაო იმ პროექტის ნაწილია, რომლის მიზანია დაადგინოს, თუ რამდენად საზიანოა ორსული დედის მიერ თამბაქოს მოწევა ნაყოფის განვითარებისთვის. ამ დასკვნებმა ნათელი მოფინა იმასაც, რომ ამ მხრივ ფუნდამენტურუი განსხვავება არსებობს მამრობით და მდედრობით სქესს შორის,“ – განაცხადა აბერდინის უნივერსიტეტის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა – პროფესორმა პოლ ფოვერერმა.
 
წყარო: Dailymail

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები