კვლევა: მშობლებს შორის უთანხმოება გავლენას ახდენს როგორც შვილზე, ასევე შემდეგ თაობაზეც

მშობლებს შორის უთანხმოება ბავშვებში სხვადასხვაგვარად აისახება. მშობლების კამათის დროს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ფორმით ხდება ეს და რა მასშტაბებს იძენს.

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ ნაკლები ზიანი მიაყენონ ბავშვის ფსიქიკას?   რადგან, ის რაც სახლში ხდება, მნიშვნელოვან და გრძელვადიან გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ბავშვის სწორად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ  მისადმი დამოკიდებულება, არამედ მშობლებს შორის ურთიერთობა.
ბრიტანელი სპეციალისტების იერ ჩატარებული ხანგრძლივი დაკვირვების საფუძველზე დადგინდა, რომ კონფლიქტურ ოჯახებში ჩვილებშიც კი შეინიშნება გახშირებული გულისცემა და სტრესის ჰორმონი.

მოზარდებს უვლინდებათ ტვინის არასათანადოდ განვითარება, ძილის დარღვევა, შფოთვა, დეპრესია, ქცევითი და სხვა სერიოზული პრობლემები.

ფსიქოლოგები თვლიან,რომ ბავშვებისთვის მშობლების განქორწინებაზე უფრო უარყოფითად კონფლიქტი მოქმედებს.

მშობლებს შორის ცუდი ურთიერთობის შედეგები აისახება არა მარტო შვილზე, არამედ შემდეგ თაობებზე.

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ბიჭები და გოგონები განსხვავებულად რეაგირებენ ოჯახში კონფლიქტებზე: გოგონებს შესაძლოა ჰქონდეთ ემოციური პრობლემები, ბიჭებს კი ქცევითი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები