კვლევა – ჯიუტი და ცელქი ბავშვები ზრდასრულობაში წარმატებულები არიან

ჯიუტი ბავშვის აღზრდა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო მისიაა. ხშირად მშობლები ვერ ხვდებიან, რატომ იქცევა მათი მოზარდი შვილი ასე და არ იციან, როგორ გამონახონ საერთო ენა მასთან.

მეცნიერები თვლიან, რომ ჯიუტი შვილების მშობლებს სანერვიულო არაფერი აქვთ, პირიქით თუ თქვენი შვილი ცელქი და მოუსვენარია უნდა გიხაროდეთ, რადგანაც ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი მომავალში ძალიან ნიჭიერი და წარმატებული იქნება.

მეცნიერებმა 1968 წელს 3000, 8-დან 12 წლამდე , ბავშვის სხვადასხვა პირადი მონაცემები შეისწავლეს. მათ შორის, მათი ოჯახების სოციალური სტატუსი, ყოველდღიური აქტივობები, ჩვევები და დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხისადმი.

40 წლის შემდეგ მეცნიერებმა შეამოწმეს, თუ რას აკეთებდნენ ეს ბავშვები უკვე ზრდასრულ ასაკში. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ მშობლებს, მიდრეკილნი იყვნენ ჯიუტი ხასიათის გამოვლენისკენ და ცდილობდნენ, რომ ყოველთვის თავისი გაეტანათ, ჰქონდათ ყველაფერზე თავიანთი აზრი, უფრო წარმატებული ცხოვრება ჰქონდათ ზრდასრულ ასაკში – იყვნენ წარმატებული ბიზნესმენები, ან მუშაობდნენ სხვადასხვა კომპანიაში მაღალ თანამდებობებზე.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები