კვლევა : ბავშვები კორონავირუსით დაინფიცირების ორჯერ ნაკლები რისკის ქვეშ არიან

ბავშვებსა და მოზარდებს კორონავირუსით დაინფიცირების ორჯერ ნაკლები საფრთხე ემუქრებათ,- ამის შესახებ University College London-ისა და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

ამავე კვლევის თანახმად, ბავშვები ვირუსის ნაკლებად გადამტანებიც არიან, თუმცა კვლევის ავტორების განმარტებით, ეს საკითხი ჯერ კიდევ დავის საგანია.

მეცნიერებმა მსოფლიოს მასშტაბით 6 332 გამოკვლევა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების შანსი 56%-ით ნაკლებია, ვიდრე უფროსი ასაკის ადამიანების, რისი მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია.

შედარებით ბუნდოვანია პასუხი კითხვაზე, რამდენად ადვილად ვრცელდება ვირუსი ბავშვებიდან. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 31 კლასტერიდან მხოლოდ 3-ის (ანუ 10 %-ის) წყარო იყო ბავშვი. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გრიპის ვირუსის შემთხვევაში 54 %-ია.

წყარო : BBC

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები